ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა მსოფლიო დღეს, რომ არა მარი კიურის აღმოჩენები რადიოაქტიურობაში ან კოკო შანელის რევოლუციური იდეები მოდაში.
სიმონ დე ბოვუარი
მიუხედავად იმისა, რომ თავს ფილოსოფოსად არ მიიჩნევდა, მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც ფემინისტურ თეორიაზე, აგრეთვე ფემინისტურ ეგზისტენციალიზმზე.
მისი წიგნი „ მეორე სქესი“, რომელიც 1949 წელს გამოიცა, ფემინისტურ ლიტერატურაში მნიშვნელოვან ნაშრომად ითვლება. წიგნი განიხილავს სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ჩაგვრას.
კოკო შანელი
ჟურნალ Time-ის მიხედვით, შანელი მე-20 საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაშია. შეუძლებელია ამას არ დაეთანხმო - ბოლოს და ბოლოს, ლეგენდარულმა ფრანგმა დიზაინერმა ქალის გარდერობი მთლიანად შეცვალა. როგორი იქნებოდა ცხოვრება შარვლის გარეშე? ან წარმოიდგინეთ, რომ მუდამ ფუმფულა, გრძელი კაბები გაცვიათ და კორსეტის გამო სუნთქვა გიჭირთ. შანელი ნამდვილი მაგალითია იმისა, რომ საკმაოდ მარტივად შეიძლება მამაკაცის ტანსაცმლის ქალურად გადაქცევა.
მარი კიური
მარი სკლოდოვსკა-კიურის შრომები რადიოაქტიურ ნივთიერებათა შესწავლის შესახებ საფუძვლად დაედო ფიზიკისა და ქიმიის ახალ დარგებს.
ორჯერ მიენიჭა ნობელის პრემია: 1903 (ფიზიკაში: პიერ კიურისა და ბეკერელთან ერთად) და 1911 (ქიმიაში). იყო მსოფლიოს მრავალი აკადემიის და სამეცნიერო საზოგადოების წევრი, მათ შორის, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1907) და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1926). 1923 წლიდან იყო ვარშავის რადიუმის ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც მისი ინიციატივით შეიქმნა.
სიმონა ვეილი
ის იყო პირველი ქალი, რომელიც აირჩიეს ევროპარლამენტის პრეზიდენტად და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საფრანგეთში აბორტის ლეგალიზაციაში 1975 წელს. იგი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში იბრძოდა თანასწორობისთვის და იყო იმედისა და შთაგონების სიმბოლო ქალებისთვის მთელ მსოფლიოში.
ედიტ პიაფი
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მომღერალი. მან პოპულარობა მოიპოვა მეორე მსოფლიო ომის დროს და გახდა იმედისა და წინააღმდეგობის სიმბოლო ფრანგი ხალხისთვის.
კოლეტი
ფრანგი ნოველისტი, რომელიც დაუპირისპირდა საზოგადოების ნორმებს თავისი არატრადიციული ცხოვრების წესით და ფემინისტური ნაწერებით. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი "ჯიჯი" არის ფემინისტური კლასიკა, რომელიც იკვლევს ქალის დამოუკიდებლობისა და გაძლიერების თემას.