90-იანი წლების ტენდენცია ძლიერდება. მზად იყავით, უფრო მეტი სიხშირით შეხვდეთ ყველაზე ნოსტალგიური პერიოდის გადმონაშთებს, თანამედროვე, დახვეწილი შტრიხების შერევით.
კარდიგანები
მოდას, როგორც ჩანს, ისევ და ისევ უკიდეგანო ურთიერთობა აქვს კარდიგანთან. შეუხამეთ ისინი მსუბუქ ჯინსებს და "ბალეტებს".
გამჭვირვალე კაბები
გახსოვთ ქეით მოსის 1993 წლის გამჭვირვალე კაბა? ის აუცილებლად დარჩება მოდის ისტორიაში, მაგრამ 2024 წლის ზაფხულში მსგავსი კაბების ტრენდი პიკს მიაღწევს.
დაბალწელიანი ჯინსები
დაბალწელიანი ჯინსები 90-იანი წლებიდან არის IT girl-ის კლასიკა და მათი დაბრუნება სულაც არ არის გასაკვირი. შეხედეთ ტოპებს, ბრჭყვიალა ქამრებს, წელის აქსესუარებსა და ფეხსაცმელებს, თქვენ ახლაც სიამოვნებით მოირგებდით თითოეულ მათგანს.
ჩოკერები
ტყავის და ჯაჭვის ჩოკერები ტრიუმფალურად დაბრუნდა ბოლო წლებში - აიღეთ, მაგალითად, პაკო რაბანის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხული კოლექცია.
ზოლები
ჰორიზონტალური ზოლებისა და რამდენიმე ფერის კომბინაციისაგან შექმნილი მაისურები 90-იანებში პოპულარული ქუჩის სტილისთვის იყო. ზოლები ახლაც სახალისო საშუალებაა თქვენს გარდერობსა და ლუქში გარკვეული ფერის დასამატებლად.
თავისუფალი სტილის კოსტიუმი
ოვერსაიზ კოსტიუმები 90-იანებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ეს ლამაზმანები იყო და ყოველთვის იქნება ტრენდების სათავეში.
ტყავის ქურთუკი
90-იანების სახასიათო ტყავის ქურთუკები არამყარი დგომისაა. ის, როგორც მკლავის, ასევე ტორსის ცენტრალურ ადგილებში ფართო, გაბერილი მდგომარეობითაა წარმოდგენილი და ბოლოში მანჟეტით ბოლოვდება.