ზაფხული დასვენების, გართობისა და მოგზაურობის სეზონია, რომელიც დადებითი ემოციებით დამუხტვასა და ნაყოფიერი სამუშაო წლის დაწყებაში გვეხმარება. თუმცა ხანდახან შვებულების დღეები კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამო დისკომფორტად იქცევა ხოლმე.
რატომ შეიძლება მოჰყვეს საჭმლის მომნელებელი სისტემის დისკომფორტი მგზავრობასა და გარემოს ცვლილებას როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში?
გარემოს, საკვებისა და წყლის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულება, როგორიც არის მოგზაურთა დიარეა - ბოლო პერიოდში აქტიურად დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულში ხდება ხოლმე აქტუალური. როგორც წესი, მკვეთრი ცვლილებები სწრაფად აისახება საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებასა და მგრძნობელობაზე. მისივე თქმით, მოგზაურთა დიარეა უმეტესად ხანმოკლეა, თუმცა შეუძლია ძალიან უსიამოვნო დისკომფორტის გამოწვევა და ასევე, ნაწლავური მიკროფლორის დარღვევა.
როგორც პრევენციისთვის, ისე დიარეის სიმპტომების გამოვლენისთანავე რეკომენდებულია მივმართოთ სწრაფ და უსაფრთხო მკურნალობის მეთოდს და მივიღოთ პრობიოტიკების კომპლექსი, რომელიც ნაწლავის მიკროფლორას დაგვირეგულირებს და დასვენების დღეების მშვიდად და სასიამოვნოდ გატარებაში დაგვეხმარება. ნუტრიციოლოგები რეკომენდაციას უწევენ ფრანგული მწარმოებლის Pileje-ის ლაქტიბიენ ვოიაჟს, რომელიც 3 შტამის 20 მილიარდ მიკროორგანიზმს შეიცავს, სპეციალურად შექმნილია მოგზაურობისთვის და გამოიყენება როგორც პრევენციისთვის, ასევე მკურნალობისთვის, რომლის მიღებაც შეგიძლიათ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დაიწყოთ.
პრობიოტიკების კომპლექსის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებშიც, 5 წლის ასაკიდან. მიიღება გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე და ყოველდღე მოგზაურობის დროს.
აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სეზონზე ბავშვებში ხშირია კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რასაც ენტეროვირუსს ვუკავშირებთ ხოლმე, თუმცა რიგ შემთხვევებში - არასწორად.
სიცხეში მართლაც იზრდება სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული დაავადების რისკი, რომელიც შემდეგ მიზეზებს უკავშირდება:
აღნიშნული გარემოებები ხდება გასტროენტეროლოგიური პრობლემების საწყისი ბავშვებში, თუმცა არა ენტეროვირუსის.
მწვავე ნაწლავური ინფექციის გამომწვევ ფაქტორებს შორის ჩვენ მიერ დასახელებული გარემოებების გამო ორგანიზმში მოხვედრილი ბაქტერიები და ვირუსები ჭარბობს, რომლებიც 3-14 დღის მანძილზე ქმნის შემდეგ სურათს:
ენტეროვირუსის შემთხვევაში კი ფაღარათი ყველაზე ნაკლებად გვხვდება. ვირუსი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან ზემოთ ჩამოთვლილ ჩივილებს თან ერთვის ცემინება, სურდო, ბლისტერები პირის ღრუში. კუნთების ტკივილი და გამონაყარი სხეულზე. ამ დროს რეკომენდაციები მხოლოდ პედიატრისგან უნდა მივიღოთ. ზოგადად კი, ინფიცირების პერიოდში აუცილებელია კვების რეჟიმის მოწესრიგება, ღებინებით დაკარგული წყლის ბალანსის აღდგენა და ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის ხელშეწყობა, თუნდაც ელექტროლიტების მიღებით.
როცა გარემოს ცვლილების შემდეგ შებერილობა გვაწუხებს, დიარეის მსგავსად არანაკლებ დისკომფორტს განვიცდით და ხანდახან საყვარელ საკვებ პროდუქტებზეც გვიწევს ხოლმე უარის თქმა. როგორც წესი, მოგზაურობისას შებერილობა საკვების ჩვენს ყოველდღიურ ნორმაზე მეტი რაოდენობით მიღებამ ან რაციონის შეცვლამ, დამატებით, ძილის ნაკლებობამ და ალკოჰოლური სასმლის აქტიურად მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს.
ნაწლავში აირის გადაადგილებას თან ახლავს ყრუ ან მკვეთრი ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, მუცლის ნორმალურზე მეტად გამკვრივება, ხმაური და დაგროვილი აირების სხვადასხვა სახით გამოთავისუფლება. აღნიშნულ პრობლემას ზრდასრულებში მარტივად მოვაგვარებთ ისეთი პრეპარატით, როგორიც არის დიალაკი. ბავშვების შემთხვევაში შებერილობისას შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ბობოტიკი და ესპუმიზანი ბეიბი - წვეთები. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა და მისი რეკომენდაციების გათვალისწინება.
აღსანიშნავია, რომ ზრდასრულებში ხშირი შებერილობა შეიძლება სერიოზული დაავადების გამომწვევი მიზეზი იყოს, ამიტომ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
თუ გვსურს, გარემოს ცვლილებისას შებერილობამ ნაკლებად შეგვაწუხოს, რეკომენდებულია, საკვები მივირთვათ ნელა და მცირე ულუფებით. ასევე, არ მოვიხმაროთ დიდი რაოდენობით გაზიანი სასმელი, ზომიერად მივიღოთ ტკბილეული, ცომეული და პარკოსნები და რაც მთავარია, ბევრი ვიაროთ ფეხით.
R