სოფო ნიჟარაძე ბევრი ქართველისთვის საყვარელი შემსრულებელია. ის ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და არამხოლოდ მომღერლის, არამედ, სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში ჟიურისა და მენტორის ამპლუაშიც იხილა. სოფო ვოკალური მონაცემების გარდა, ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული გარეგნობითაც და მისი პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი ყოველთვის არსებობდა. თავად მომღერალი კი ამ საკითხზე თითქმის არასდროს საუბრობდა. დღეს სოფო ნაკლებად ჩანს ტელეეკრანებზე, იშვიათად სტუმრობს შოუებსა და გადაცემებს, თუმცა აქტიურია სოციალურ ქსელში.
სოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე დაიბადა 1985 წლის 6 თებერვალს ქალაქ თბილისში. ის თავადთა საგვარეულო ნიჟარაძეების წარმომადგენელია. სოფო პირველი იყო, ვინც ოჯახში სიმღერა პროფესიად აირჩია. დედა, ქეთი ნიკოლეიშვილი და მისი წინაპრები ექიმები არიან, მამა, კახაბერ ნიჟარაძე კი ინჟინერი იყო.
სოფო ნიჟარაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. ის არის ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. სოფომ შეასრულა ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2005 წელს რუსეთის სახელით მონაწილეობდა „ახალ ტალღაში“, სადაც მე-7 ადგილი აიღო.
2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო "ევროვიზიის" კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გასვლით. დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია.
სოფო ნიჟარაძე და მიხეილ სააკაშვილი
სოფო ნიჟარაძე რუსეთიდან საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ დაბრუნდა და ოკუპანტ ქვეყანაში სიმღერაზე უარი განაცხადა. ის საზოგადოებაში ხშირად ჩნდებოდა დედასთან ერთად და მის იმიჯს სწორედ დედა განსზაღვრავდა.
სოფო ნიჟარაძისა და მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ხალხი ბევრს საუბრობდა, თუმცა სოფოს ამ საკითხთან დაკავშირდებით კომენტარი არასდროს გაუკეთებია.
სოფოს ცხოვრებაში იყო ერთი მნიშვნელოვანი გატაცება, რომელიც, როგორც თავად ამბობდა, ფიქრობდა, რომ დაოჯახებით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ურთიერთობა დასრულდა. მოგვიანებით ახალგაზრდა და მომხიბვლელ მომღერალს სხვადასხვა ცნობილ სახესთან რომანს მიაწერდნენ, თუმცა, სიმართლე არც ერთი აღმოჩნდა.
2020 წლის 2 ივნისს სოფო ნიჟარაძესა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეეძინათ საერთო შვილი, ელის-მარია სააკაშვილი, რომელიც მიუხედავად მცირე ასაკისა, უკვე დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. სოფო დიდი ხნის მანძილზე მალავდა ბავშვის სახეს, არ ამხელდა არც მის გვარს. ამერიკიდან შვილთან ერთად დაბრუნებულ სოფოს კი ჟურნალისტების არმია დახვდა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სოფო საჯაროდ პირველად ერთ-ერთი ტელევიზიის საახალწლო ღონისძიებაზე გამოჩნდა, სადაც შვილიც ახლდა. სწორედ მაშინ გაიცნო საზოგადოებამ ელის-მარია სააკაშვილი და მას შემდეგ ის დიდი პოპულარობითაც საგრგებლობს.