ქართული კინოდან ამერიკის უნივერსიტეტამდე - დინარა ჟორჟოლიანის ცხოვრება და კარიერა - Marao

ქართული კინოდან ამერიკის უნივერსიტეტამდე - დინარა ჟორჟოლიანის ცხოვრება და კარიერა

2024-07-19 13:39:24+04:00

სანდრო ჟორჟლიანი 42 წლის იყო, როცა 19 წლის ირინა ორეხოვსკაია ითხოვა ცოლად.

ორეხოვსკაია დედით – ქართველი, მამით პოლონელი იყო. შემდეგ გადმოსახლებულან საქართველოში. პიანისტი იყო, მაგრამ შვილი – დინარა ჟორჟოლიანი რომ შეეძინა, პიანისტობას თავი დაანება და მუსიკის მასწავლებლობა დაიწყო.

სანდრო ჟორჟოლიანი და ირინა ორეხოვსკაია მალე დაშორებულან, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დარჩენილან.

სანდრო ჟორჟოლიანის ერთადერთმა ქალიშვილმა – დინარა ჟორჟოლიანმა ერთი როლით მოახერხა მაყურებლისთვის თავის დამახსოვრება – ოთარაანთ ქვრივში კესო ითამაშა.

დინარა ჟორჟოლიანი

მართალია, დინარა ჟოჟოლიანის სამსახიობო კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა და არც ბევრ ფილმში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია ხელი იმისთვის, რომ მაყურებელს სამუდამოდ დამახსოვრებოდა.

სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებ­და, თუ რო­გორ სურ­და მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელს სო­ფი­კოს გა­და­ღე­ბა ფილმში "ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი", თა­ვა­დის ასუ­ლის კე­სოს როლ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დიდ­მა რე­ჟი­სორ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა ( სა­ვა­რა­უ­დოდ, სო­ფი­კოს ფეხ­მძი­მო­ბის გამო) და კე­სოს როლ­ზე არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი (ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის, სან­დრო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი) აიყ­ვა­ნა... ასე შე­მო­ვი­და ქარ­თულ კი­ნო­ში კი­დევ ერთი ნამ­დვი­ლი, ქარ­თუ­ლი სი­ლა­მა­ზე, რო­მე­ლიც დღემ­დე ხიბ­ლავს მა­ყუ­რე­ბელს.

  • ქალი, რომლის სილამაზეც თამარ მეფის პორტრეტის შთაგონება გახდა - თამარ ციციშვილი 
  • ჯეკი კენედი: შეერთებული შტატების ყველაზე ცნობილი პირველი ლედის სიყვარული და ტრაგედია 

დიდი ვერიკო ანჯაფარიძე აღფრთოვანებული იყო დინარას სილამაზით, ამბობდა, რომ მისგან კარგი მსახიობი დადგებოდა, მაგრამ სანდროს ქალიშვილმა არ ისურვა მსახიობობა. მას ენები, ლინგვისტიკა აინტერესებდა. დაამთავრა უცხო ენების ინსტიტუტი, დაიცვა სადოქტორო და კარგა ხანს იყო კათედრის გამგეც. 1990 წელს გაცვლითი პროგრამით ერთი წლით გაემგზავრა ამერიკაში, მაგრამ ის ერთი წელი დღემდე გრძელდება. დედის მოსანახულებლად წავიდნენ ქალიშვილები და ისინიც იქ დარჩნენ. დღეს, დინარა ჟორჟოლიანი ვაშინგტონის ცენტრალურ უნივერსიტეტში ასწავლის რუსულ ენასა და ლინგვისტიკას.

უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ 50-60-იან წლებ­ში, ქარ­თუ­ლი კი­ნოს აღ­მავ­ლო­ბი­სა და აღორ­ძი­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კვლავ გრძელ­დე­ბა ყალ­ბი, პა­თე­ტი­კუ­რი, გულ­წრფე­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბაც, რომ­ლე­ბიც, მარ­თა­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბის გე­მოვ­ნე­ბა­საც აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ და კი­ნოს წი­ნა­შე არ­სე­ბულ მო­თხოვ­ნებ­საც ესა­და­გე­ბო­დენ, მაგ­რამ მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, ვერ "და­იკ­ვეხ­ნიდ­ნენ".

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კე­სოს რო­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, მისი შეს­რუ­ლე­ბა დიდ რე­ჟი­სორ­თან, დიდი არ­ტის­ტე­ბის გვერ­დით, პა­ტი­ვიც იყო ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბის­თვის და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის სა­ფუძ­ვლა­დაც შე­იძ­ლე­ბა ქცე­უ­ლი­ყო, დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი კი­ნოს არ გაჰ­ყვა. სხვა პრო­ფე­სია აირ­ჩია და სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გი, სა­უ­კე­თე­სო ლინგვის­ტი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­გლი­სუ­რი ენის სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტი გახ­და.