"ელენე - 11" - ნინი ბადურაშვილი ერთადერთი ქალიშვილის იუბილეს აღნიშნავს - Marao

"ელენე - 11" - ნინი ბადურაშვილი ერთადერთი ქალიშვილის იუბილეს აღნიშნავს

2024-07-19 17:10:10+04:00

ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან "ბასტი-ბუბუს" სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ს წევრი.

 ნინის წარმატებული კარიერა ჰქონდა და საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულითაც სარგებლობდა, როცა მოულოდნელად  დაოჯახება გადაწყვიტა. ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლისა და ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძის გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი "შე­რა­ტონ­ში" 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს შედ­გა, შემ­დეგ კი ის სა­ცხოვ­რებ­ლად მე­უღ­ლეს­თან, მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და.

ნინი ბადურაშვილის შვილი 

ნინისა და ირაკლის ქორწინება ხმაურიანად დასრულდა. ის მეუღლეს, ირაკლი კუტალაძეს, მანამ დაშორდა, სანამ შვილს გააჩენდა. ნინი მშობიარობის დროს მარტო იყო და პატარა ელენესთან ერთად სახლშიც მარტო დაბრუნდა. ელენე  დედასთან იზრდება, თუმცა მამასა და მის ოჯახსაც ხშირად სტუმრობს. დღეს ელენე იუბილარია, ის 11 წლის გახდა და სოციალურ ქსელში არაერთი მილოცვაც მიიღო:

"26 წლის ასაკში გავთხოვდი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნორმალური ასაკია. თუმცა, ამ გადმოსახედიდან, მგონია, რომ მაინც პატარა ვიყავი. 27 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი და ამისთვის მზად ვიყავი... დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ცხოვრებაში რაც უნდა ვაკეთოთ, რაც უნდა შევქმნათ, მთავარი, რასაც ვქმნით - შვილებია. 

ელენე ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია. რადიკალურად სხვანაირი ხასიათი აქვს. მართალი გითხრათ, მისი ხასიათი ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე ჩემი. სითბოს გამოხატვა შეუძლია. მე რაც უნდა ძალიან მიყვარდეს ადამიანი, გრძნობის გამოხატვის უნარი არ მაქვს" - ამბობდა ნინი.