"ჩემი გო­გო­ე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ. და­რია და ლიზა“ - ნინო სუხიშვილის ახალი ფოტოები ძმისშვილებთან ერთად და სუხიშვილების ოჯახური ამბები - Marao

"ჩემი გო­გო­ე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ. და­რია და ლიზა“ - ნინო სუხიშვილის ახალი ფოტოები ძმისშვილებთან ერთად და სუხიშვილების ოჯახური ამბები

2024-07-20 13:33:59+04:00

ილიკო სუხიშვილს, ცნობილი და წარმატებული ოჯახის ღირსეულ წარმომადგენელს, საზოგადოება კარგად იცნობს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ უმცროს ილიკო სუხიშვილს ტრაგიკული სასიყვარულო ისტორია აქვს.

ქორეოგრაფი დაოჯახებული იყო უმშვენიერეს მოცეკვავეზე, გვანცა შერგელაშვილზე. 2001 წელს მომხდარი ამბავი კი მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ილიკო სუხიშვილის ისტორია 

ზუსტად 21 წლის წინ, 9 აგვისტოს, გვიან ღამით, ვენესუელაში, ლარას შტატის ქალაქ ბარკუისიმეტოში, გასტროლებზე ჩასული საქართველოს ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე, 21 წლის გვანცა მოკლეს.

გვანცა, ილიკო და მათი ორი მეგობარი კონცერტიდან სასტუმროში დაბრუნდნენ, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ სიგარეტი გაუთავდათ, რის გამოც სასტუმროს ვესტბიულში ჩასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ დაკეტილი დახვდათ. სამაგიეროდ, უთხრეს, რომ იქვე, სულ რაღაც 300 მეტრში, კაფე იყო, სადაც მათ ყველაფრის შეძენა შეეძლოთ.

სწორედ ამ დროს, როდესაც ნახევარი გზა გავლილი ჰქონდათ, თავს დაესხნენ მძარცველები. ისინი სამნი იყვნენ. ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო და ოთხივეს მიუშვირა. მათ ჯიბეები ამოიტრიალეს და აჩვენეს, რომ არავითარი ფული არ ჰქონდათ, მხოლოდ ერთ მეგობარს წაართვეს უბრალო სანთებელა. მძარცველები მათთვის უცხო ენაზე საუბრობდნენ, რის გამოც არაფერი ესმოდათ.

  • "რამხელა გოგო გაზრდილა" - ილიკო სუხიშვილის ქალიშვილის იშვიათი ფოტოები: როგორ გამოიყურება დარია, რომელსაც ცნობილ მამიდას ამსგავსებენ? 

ერთმა ბოროტმოქმედმა გვანცას ხელი სტაცა. ილიკომ მას ხელი მოხვია და უკნიდან გადაეფარა. ხოლო წინიდან გვანცას ერთ-ერთი მეგობარი ფარავდა. მძარცველებმა სამჯერ გაისროლეს. მიუხედავად იმისა, რომ გვანცა დაფარული იყო, ტყვიამ რაღაც მილიმეტრებში გაიარა და მოხვდა. მეორე მეგობარი, რომელიც მათ ახლდა, ამ დროს ცალკე ჰყავდა გაყვანილი ერთ-ერთ მძარცველს. ამის შემდეგ მძარცველები წავიდნენ, ქართველებმა კი ტაქსი გააჩერეს და უმალვე საავადმყოფოში მიიყვანეს დაჭრილი, თუმცა იგი მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

პოლიცია საავადმყოფოში მაშინვე მივიდა. საქმეს სამი უწყება იძიებდა: სამხედრო უწყება, პოლიცია და კიდევ სახალხო პოლიცია. ამ სამმა უწყებამ პირდაპირი ბრძანება გასცა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ადგილზე ლიკვიდაცია მოეხდინათ. უცნობია, რა ბედი ეწიათ დამნაშავეებს.

ილიკო სუხიშვილის შვილები 

„ჩემი გო­გო­ე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ. და­რია და ლიზა“ - წერს ილიკო სუხიშვილის და, ნინო სუხიშვილი სოციალურ ქსელში და ძმისშვილებთან ერტად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. 

"მე და ნინო მესამე თაობა ვართ, თაობების ტენდენციებს რომ დავუბრუნდე, მე კარგად მახსოვს ჩემი თავი, რაც ახლოს იყო ჩემთან – ეს [ცეკვა] ძალიან მიყვარდა ყოველთვის, მაგრამ რაც ყოველდღე ცხვირწინ გიდევ, უკვე იმდენად კარგად იცი და შენია, რომ ცდილობ რაღაც სხვა ნახო. 

 ჩემი საქმის გამგრძელებელი, ვფიქრობ, იქნებიან შვილები, მაგრამ ხშირად არ ვფიქრობ ამაზე. რაც უფრო დრო გადის ბევრი მეკითხება ამას.

შვილებთან მისაუბრია ამ თემაზე, თვითონაც მოსწონთ ძალიან და ყველა ფოტოაპარატით დადის. ყველას უნდა მუსიკის კეთება, ხატვა, „არტში“ არიან. მე მომწონს ეს „არტი“. ამიტომ, მე მგონია რომ ეს მათთვის არის რაღაც ისეთი, რაზედაც დაიწყებენ ფიქრს, ვნახოთ...

მე მახსოვს ისეთი პერიოდი, როცა ვერც წარმოედგინათ ჩემს მშობლებს, ან ბაბუაჩემს და ბებიაჩემს, რომ ამ საქმეს გავაგრძელებდი... ვერც წარმომედგინა, რომ შევძლებდი. მე ეს პასუხისმგებლობა რომ გამეაზრებინა, სადღაც გავიქცეოდი", - ამბობდა ილიკო სუხიშვილი დათო გორგილაძის გადაცემაში საუბრისას. 

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად რუ­სეთ­ში სწავ­ლი­სას, რუს გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც მალე და­შორ­და და ამ ქალ­ზე ქარ­თულ მე­დი­ა­ში არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა მათი სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი და­რია (დაშა) სუ­ხიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გო­გო­ნაა.

  • ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები) 

 ცნო­ბი­ლია, რომ გო­გო­ნა მა­მი­დამ ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა გა­ზარ­და და სწო­რედ მას ამ­სგავ­სე­ბენ და­რი­ას. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში დაშა ამ­ბობ­და:

"მა­მი­და­ჩე­მი. ნინო ჩემ­თვის რო­გორც დედა, ისეა. ის მივ­ლის, მან წა­მიყ­ვა­ნა ამე­რი­კა­ში, მი­მიყ­ვა­ნა სკო­ლა­ში. ნი­ნომ მას­წავ­ლა ინ­გლი­სუ­რი, და­მეხ­მა­რა ყვე­ლა­ფერ­ში. უდი­დე­სი ამა­გი აქვს ჩემ­ზე. სა­ნამ ნინო აქ არის ხოლ­მე, მის ქმარ­თან ერ­თად ვარ. საკ­მა­ოდ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ში ვერა. მა­გა­ლი­თად, საჭ­მლის გა­კე­თე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა ხოლ­მე. ხან­და­ხან თვი­თონ ვიმ­ზა­დებ სა­დილს, მა­გა­ლი­თად, შა­ბათ-კვი­რას. ბე­ბი­ა­ჩემ­მა, პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, კვერ­ცხის შეწ­ვა მას­წავ­ლა. და­ნარ­ჩენს ყვე­ლა­ფერს მარ­ტო ვა­კე­თებ – ჩაც­მა, მე­ცა­დი­ნე­ო­ბა... ისე, ხან­და­ხან მჭირ­დე­ბა ხოლ­მე დახ­მა­რე­ბა, ხან მე­ზა­რე­ბა რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა და ვინ­მემ უნდა მი­თხრას."

და­რი­ამ თბი­ლი­სის 55-ე სკო­ლა­ში ოთხი წელი ის­წავ­ლა, შემ­დეგ კი მა­მი­დამ, ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა სა­ცხოვ­რებ­ლად და სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა.

ილიკო სუხიშვილის მეორე შვილიც, ლი­ზიც რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა მა­მამ წლე­ბის შემ­დეგ გა­ი­გო მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ის და­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე თვით უმ­ცრო­სია. არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი გო­გო­ნას დე­და­ზე. ლიზი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მას­თან ხში­რად ჩა­მო­დის.

  • თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანი, ყველასთვის საყვარელი ილიკო - უმცროსი ილიკო სუხიშვილი 52 წლისა: საინტერესო ამბები ქორეოგრაფის შესახებ 

"ილი­კოს ორი­ვე გოგო სა­ხე­ლით მი­მარ­თავს. მა­მას არ­ცერ­თი არ ეძა­ხის. ეს სტი­ლი ჩვენს ოჯახ­ში ყო­ველ­თვის იყო, მე და ილი­კოც დე­დას და მა­მას ყო­ველ­თვის სა­ხე­ლე­ბით მივ­მარ­თავ­დით, გო­გო­ე­ბი ძა­ლი­ან ჰგვა­ნან მა­მას, მაგ­რამ ლიზა უფრო, შავგრე­მა­ნია და ილი­კოს­ნა­ი­რი აღ­ნა­გო­ბა აქვს“, - ამ­ბობდა ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში