საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ელის მარია სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს:
„ალისას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა 4 წლის, ახალი საყვარელი საქმიანობა გაუჩნდა – სულ ეძებს და უმეგობრდება ახალ ბავშვებს და დამეგობრებიდან ცოტა ხანში აუცილებელ რიტუალად ამკვიდრებს „მოდი ერთად ვილოცოთ, რომ მამაჩემი მალე გამოვიდეს“ საოცრებაა ისიც, რომ არცერთი ბავშვი უარს არ ეუბნება და არიან ასე საერთო პირჯვრის წერაში და ბუტბუტში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
სოფო ნიჟარაძე და მიხეილ სააკაშვილი
სოფო ნიჟარაძისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო ურთიერთობის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ წლების წლის წინ გავრცელდა. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სამშობლოში აგვისტოს ომის შემდეგ ლამის გმირად დაბრუნდა. მაშინ ნიჟარაძემ ოკუპანტ ქვეყანაში სიმღერაზე უარი განაცხადა და სამშობლოში ჩამოვიდა. არაფრით გამორჩეული მომღერალი საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში თავდაპირველად დედასთან ერთად ჩნდებოდა და სწორედ დედა განსაზღვრავდა სოფოს იმიჯსა და მომავალ კარიერას.
თავიდან სოფო ყველას პრეზიდენტის მორიგი გატაცება ეგონა და როგორც სხვა ქალბატონების შემთხვევაში მოხდა, მასაც მალე უწინასწარმეტყველებდნენ სარფიანად გათხოვებას. ამბობდნენ, რომ რომელიმე მაშინდელ მინისტრზე თუ არა, მილიონერზე მაინც უნდა გათხოვილიყო. თითქოს ამის წინაპირობაც გაჩნდა, 2009 წელს უკვე პრეზიდენტის კარზე მიღებულმა ნიჟარაძემ თბილისში ჩამოსული ამერიკის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პატივსაცემად გამართულ საღამოზე იმღერა. ვარდისფერ კაბაში გამოწყობილმა 23 წლის მომღერალმა მაშინ სტუმრისგან კომპლიმენტიც დაიმსახურა.
2020 წლის 2 ივნისს სოფო ნიჟარაძესა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეეძინათ საერთო შვილი, ელის-მარია სააკაშვილი, რომელიც მიუხედავად მცირე ასაკისა, უკვე დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს.