"უთქვენობის 14 ტკივილიანი, სევდიანი და სიცარიელის წელიწადი" - გელა დაიაურის მოგონებები თეონა ქუმსიაშვილსა და შვილებზე - Marao

"უთქვენობის 14 ტკივილიანი, სევდიანი და სიცარიელის წელიწადი" - გელა დაიაურის მოგონებები თეონა ქუმსიაშვილსა და შვილებზე

2024-07-22 12:27:48+04:00

მუსიკოს გელა დაიაურისა და მისი ოჯახის ტრაგიკულმა ამბავმა წლების წინ მთელი საქართველო შეძრა. გელა დაიაურის მეუღლე, თეონა ქუმსიაშვილი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად 2010 წელს მუცოს ხეობაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ჯიპის მარკის ავტომობილი გზიდან გადავიდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა. ავარიას სულ 7 ადამიანი შეეწირა. თეონა თავადაც მუსიკოსი იყო და მის შემოქმედებას დღემდე ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. 

გელა დაიაურის ოჯახი 

გელა დაიაურმა მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიიდან 11 წლის შემდეგ შექმნა ოჯახი. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილი გახდა. 

"დავოჯახდი ქართლელ გოგონაზე, ეკა მანჩხაშვილზე. რთული კი არა, ძალიან რთული იყო. ცხოვრებაში ასეთი სირთულე, ალბათ, იმ ამბის მერე აღარ შეგვხვედრია იმიტომ, რომ ბევრ რამეზე ფიქრობ…

  • "სულის ერთი ნახევარი სამუდამოდ ჩაღამდა და ჩაშავდა, მხოლოდ სიზმარში ვარ სრულყოფილად ბედნიერი" - გელა დაიაური გარდაცვლილი მეუღლის შესახებ 

არის ერთი მომენტი, რომ არ უნდა მოატყუო ადამიანი. ჯერ საკუთარ თავში გიწევს დარწმუნება და დაჯერება ამ ყველაფრის, რათა წრფელი და სუფთა იყო ადამიანთან.

ღირსეული ადამიანი მიდგას გვერდზე, რომელიც ძალიან მიყვარს, რომელთანაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და მსუბუქი გახდა ამ ადამიანის დახმარებით ამ ნაბიჯის გადადგმა” - თქვა გელა დაიაურმა.

გელა დაიაურსა და ეკა მანჩხაშვილს პირველი შვილი სულ ცოტა ხნის წინ შეეძინათ. პატარას ვაჩე დაარქვეს. ვაჩეს ფოტოებს მშობლები სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ, მათი მეგობრები კი აღნიშნავენ, რომ პატარა ძალიან ჰგავს მამას. 

  • "მამიკოს დაემსგავსა" - გელა დაიაური შვილის, პატარა ვაჩეს ფოტოებს აქვეყნებს 

ამჯერად გელა დაიაური თეონა ქუმსიაშვილსა და შვილებს იხსენებს. მუცოს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან დღეს 14 წელი გავიდა:

"საძულველი 22 ივლისი. უთქვენობის 14 ტკივილიანი, სევდიანი და სიცარიელის წელიწადი…. გაცხონოთ უფალმა….“ , – წერს გელა დაიაური.