"სულ რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ გავხდები დედა; მადლობა ღმერთს, რომ შესაძლებელი გახდა მიმემართა სუროგაციის მეთოდისთვის" - ნინო თოლორდავა - Marao

"სულ რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ გავხდები დედა; მადლობა ღმერთს, რომ შესაძლებელი გახდა მიმემართა სუროგაციის მეთოდისთვის" - ნინო თოლორდავა

2024-07-22 16:47:32+04:00

ტე­ლე­წამ­ყვან ნინო თო­ლორ­და­ვას ოჯახ­ში სი­ახ­ლეა. ნინო და მისი მე­უღ­ლე შვილს ელო­დე­ბი­ან. რო­გორც თო­ლორ­და­ვამ გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი" თქვა, ბავ­შვი სუ­რო­გა­ცი­ის მე­თო­დით გაჩ­ნდე­ბა.

"ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა, ძა­ლი­ან დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას ვე­ლო­დე­ბი, სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი­დევ ერთხელ გავ­ხდე­ბი დედა. ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი დღეს გახ­და 24 წლის და კი­დევ ვხდე­ბი დედა, არ ვიცი, რო­გორ გა­ვი­ა­რე მთე­ლი ეს რვა თვე."

ნინო თოლორდავა და  ზაზა ხაზალია

"ზაზა ხაზალია მოსკოვიდან ცოტა ხნით იყო ჩამოსული, როცა დათო დოიაშვილის სპექტაკლის პრემიერაზე პირველად შევხვდი. დათო ზაზას მამიდაშვილია, დათოს მეუღლე კი მამაჩემის მეგობრის შვილი გახლავთ. ჰოდა, ერთ დღეს ზაზამ და დათოს მეუღლემ გამომიარეს და მარჯანიშვილის თეატრში, სპექტაკლ “სალომეაზე” წავედით.

ზაზამ 3 დღეში ხელი მთხოვა, 5 დღეში ცოლად გავყევი, 10 დღეში კი ქორწილი გვქონდა და მოსკოვში წავედით. ტელევიზიაში რომ ვმუშაობ, ეს მისი დამსახურებაა. ზაზა ყოველთვის და ყველაფერში მხარში მიდგას.

ჩემთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. თუ ოჯახს დასჭირდება, კარიერას დავთმობ, მაგრამ მადლობა უფალს, ასეთი არჩევანის წინაშე არასდროს დავმდგარვარ…

წყვილის ურთიერთობაში ერთნაირი ღირებულებების ქონაა საჭირო. როცა შენ სხვა მხარეს მიიწევ, ის კი სულ სხვა მხარეს გექაჩება, შეიძლება ურთიერთობა დაინგრეს.

ზაზა ჩემთვის სალი კლდესავით არის. მის გვერდით არაფრის მეშინია. ის არის ჩემი სიმშვიდის გარანტი, შინაგანი ჰარმონიის საწყისი, – ჰყვებოდა ნინო თოლორდავა ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც მშობლების გზას აგრძელებენ - ცნობილი მშობლები და შვილები თეატრსა და კინოში 
  • TOP 7 ახალგაზრდა და ლამაზი ბებია საქართველოში - ვინ არიან წარმატებული ქალები, რომლებიც ბებიები ადრეულ ასაკში გახდნენ 

მეორე ქორწინება

ნინოს მეორე ქმარი ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი და­ვი­თა­ი­აა. მას ბიზ­ნე­სი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში აქვს. 

მალე წყვილს პირველი საერთო შვილი შეეძინება. ამის შესახებ ნინომ გადაცემა "სთორიში" ისაუბრა. 

"ძალიან დიდხანს ველოდებოდით, მინდოდა შვილი, წლებია, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემთვის არ შეიძლებოდა ბავშვის გაჩენა, თუმცა ეს ბავშვი ჩნდება. ყოველდღე ვუხდი მადლობას ღმერთს, რომ ბოლოს და ბოლოს, მე მეორეჯერ გავხდები დედა. ამიკო რომ იყო 6-7 წლის, იქიდან მოყოლებული მინდა სულ შვილი. სულ იმედგაცრუება მქონდა, განსაკუთრებით, ბოლო 6-7 წელია, არ ვიცი, როგორი ყოველდღიური მოლოდინი მქონდა, იქნებ ახლა, იქნებ ამ თვეში... მაგრამ არ დგებოდა ეს დღე, საჭირო იყო სამედიცინო ჩარევა. მადლობა ღმერთს, რომ შესაძლებელი გახდა მიმემართა სუროგაციის მეთოდისთვის", - ამბობს ნინო თოლორდავა.