4 საზაფხულო თურქული სერიალი, რომლებიც სუნთქვას შეგიკრავთ - Marao

4 საზაფხულო თურქული სერიალი, რომლებიც სუნთქვას შეგიკრავთ

2024-07-22 17:43:48+04:00

ნაადრევი ფრინველი

ჟანრი: დრამა, კომედია, მელოდრამა

როლებში: დემეტ ოზდემირი და ჯან იამანი

ხანგრძლივობა: 51 ეპიზოდი, თითო 2 საათი

რომანტიკული და ოდნავ ბავშვური სანემი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, სამსახურს იღებს სარეკლამო სააგენტოში, სადაც მისი უფროსი და მუშაობს. კომპანია მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის: მისი მფლობელი თანამდებობას ტოვებს, სადავეები კი ერთ-ერთ მემკვიდრეს - წარმატებულ და მომხიბვლელ ფოტოგრაფ ქანს გადაეცემა.

"ზღაპარი კუნძულზე" (2021)

ჟანრი: მელოდრამა, კომედია

როლებში: აიჩა აიშინ ტურანი და ალპ ნავრუზი

ხანგრძლივობა: 25 ეპიზოდი, თითო 2 საათი

ჰაზირანი მუშაობს პრესტიჟულ სამშენებლო კომპანიაში, რომელიც ახალი კურორტის აშენებას გეგმავს პოპულარულ ტურისტულ კუნძულზე. უფროსები გოგონას აგზავნიან ადგილზე, რათა დაარწმუნონ მიწის ჯიუტი მფლობელი გაყიდვაში.

"ტროპიკები" (2023) 

ჟანრი: დრამა, მელოდრამა

როლებში: ემრე კინაი და კანერ ტოპჩუ

ხანგრძლივობა: 14 ეპიზოდი, თითო 2 საათი

ბედი აერთიანებს ახალგაზრდა და მიმზიდველ ოზგურს და გეჩეს აუტიზმის მქონე ბავშვების სპეციალიზებულ სარეაბილიტაციო ცენტრში. ახალგაზრდა მამაკაცი მუშაობს ამ დაწესებულებაში, გოგონას კი აქ მიჰყავს თავისი და.

  • ფილმები, რომლებიც 2024 წელს ეკრანებს დაიპყრობენ 
  • 10 წლის ბერენი - ვინ არის თურქი გოგონა, რომლის ნიჭიერება ყველას ხიბლავს და რომელსაც ზრდასრული ვარსკვლავებივით უხდიან ჰონორარებს 

"სულს არ ესმის" (2023)

ჟანრი: დრამა, კომედია

როლებში: ბურჩუ ოზბერკი და შუკრუ ოზიილდიზი

ხანგრძლივობა: 28 ეპიზოდი, თითო 2 საათი

 ონური უთვალთვალებს საიუველირო კომპანიის მფლობელ ჯივანს, რომელიც ფაქტობრივად კრიმინალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ქალი შეაღწევს თაღლითების რიგებში, რათა გამოავლინოს ყველა თაღლითობა, მოიპოვოს საჭირო დოკუმენტები და დაამტკიცოს ჯივანისა და მისი „კოლეგების“ დანაშაული.