ლევან ვასაძის ქალიშვილი წინასაქორწინო წვეულებიდან კადრებს აქვეყნებს - Marao

ლევან ვასაძის ქალიშვილი წინასაქორწინო წვეულებიდან კადრებს აქვეყნებს

2024-07-23 10:27:59+04:00

ბიზნესმენ ლევან ვასაძის მომხიბვლელ ქალიშვილს, თათას, რომელიც „სუხიშვილების“ მოცეკვავეა, ცოტა ხნის წინ ხელი სთხოვეს.

თათა გამომწერებს თავისი წინასაქორწინო წვეულებიდან კადრებს უზიარებს.

თათა ვასაძე

ბიზნესმენის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. გოგონა "სუხიშვილების" მოქმედი მოცეკვავეა. ის აქტიურია სოციალურ ქსელში და "ტიკ-ტოკსაც" იყენებს, სადაც ყოველდღიურ ვლოგებსა და ცხოვრების საინტერესო მომენტებს უზიარებს გამომწერებს. სწორედ ამ პლატფორმაზე აზიარებდა თათა რჩეულთან, ბათა ზედგენიძესთან ერთად გადაღებულ კადრებსაც. ცოტა ხნის წინ კი წყვილის მეგობრებმა ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს, რომ თათა და ბათა დაინიშნენ. 

  • "როგორ უხდებიან ერთმანეთს" - ლევან ვასაძის ქალიშვილი რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს 
  • ლევან ვასაძის უფროსი ქალიშვილი დაინიშნა - ვინ არის "სუხიშვილების" მოცეკვავის, უმშვენიერესი თათა ვასაძის რჩეული 

ვასაძეების ოჯახი

 ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე გაიზარდა თბილისში, მთაწმინდაზე. 90-იან წლებში სწავლობდა და მუშაობდა როგორც რუსეთში, ისე აშშ-ში. არის კიკეთის „იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის“ დამაარსებელი და მმართველობის წევრი, საქართველოს რაგბის კავშირის მმართველობის წევრი, აშშ-ის ემორის უნივერსიტეტის გოიზუეტას ბიზნესსკოლის სტუმარი ლექტორი საერთაშორისო ბიზნესში, ყოველწლიური საქველმოქმედო სპორტული მოტორალის "ლონდონი-თბილისი" თანათავმჯდომარე ინგლისის ერლ-ლორდ პატრიკ ჯეიმზ კლანუილიამთან ერთად. აგრეთვე არის ყოველწლიური საქველმოქმედო „ქართული მეჯლისის“ დამფუძნებელი და მეურვეთა საბჭოს წევრი. ჰყავს მეუღლე და რვა შვილი.

ვასაძეებს მამის კერძო, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი აქვთ დამთავრებული. უფროსი შვილი, ირაკლი ვასაძე, მორაგბეა. მისი ნათლია ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია. კიდევ ერთი ვაჟი, გიორგი ვასაძეც, სპორტით - რაგბითაა გატაცებული.

თათა ვასაძე სუხიშვილების სტუდიაში პირველად 2009 წელს მივიდა. ამჟამად კი ანსამბლის ერთ-ერთი ძირითადი მოცეკვავეა და სოლო-პარტიებსაც ასრულებს. მისი მომავალი ცეკვას უკავშირდება, თუმცა ამბობდა, რომ არქიტექტორობა სურდა. 

თათას ბავშვობის მეგობარი და კლასელია ირინა ბაგრატიონი - ანა ბაგრატიონის უფროსი ქალიშვილი. ოჯახებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ. საზოგადოებას, შევახსენებთ, რომ 2013 წელს საქართველოს სამეფო ოჯახმა მას რაინდის წოდება მიანიჭა. ლევან ვასაძე ფლობს ბრენდს "სამოსელი პირველი", სადაც ქართული ტრადიციული სამოსელი იკერება. თათა ვასაძე ოჯახური ბიზნესის ერთ-ერთი პროექტის სახე გახდა და გოგონა ტრადიციული შესამოსლით გადაიღეს...