როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ემოციურ დამოკიდებულებას ვერ იშორებთ? - ფსიქოლოგის პასუხი - Marao

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ემოციურ დამოკიდებულებას ვერ იშორებთ? - ფსიქოლოგის პასუხი

2024-07-23 13:51:19+04:00

ემოციური დამოკიდებულება გვხვდება არა მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობებში: ის შეიძლება გამოვლინდეს მეგობრობაში, პარტნიორობაში და, რა თქმა უნდა, მშობლებთან ურთიერთობაში. როგორ შეიძლება გამოვლინდეს ემოციური დამოკიდებულება და როგორ მოვიშოროთ იგი:

საკუთარი ინტერესებისა და გეგმების დათმობა სხვის სასარგებლოდ 

ემოციურად დამოკიდებული ადამიანები ხშირად ამბობენ უარს თავიანთ სურვილებზე პარტნიორის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ურთიერთობებში ხშირად გვიწევს კომპრომისის ძიება, მაგრამ თუ თქვენ რეგულარულად სწირავთ თქვენს ინტერესებს და გეგმებს სხვის სასარგებლოდ, რათა მიიღოთ „დოზა“ - სიყვარულის, აღიარების, პატივისცემის, მადლიერების - ეს არის განგაშის ზარი. 

გამოსავალი ზედაპირზეა - აირჩიე შენი თავი, არ შეცვალო შენი გეგმები. ისწავლეთ ფოკუსირება საკუთარ თავზე და თქვენს საჭიროებებზე. თუ მოულოდნელად ვინმე შეხვედრას ითხოვს, ნუ გააუქმებთ დაგეგმილს, შესთავაზეთ სხვა თქვენთვის მოსახერხებელი დრო და ადგილი.

  • 13 რამ, რასაც მენტალურად ძლიერი ხალხი არ აკეთებს 
  • იზრუნეთ საკუთარ თავზე: 17 ცხოვრებისეული რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაისვენოთ ძლიერი სტრესის შემდეგ 

თქვენ საჭიროებებზე არ საუბრობთ

ემოციურად დამოკიდებული ადამიანები არ საუბრობენ თავიანთ საჭიროებებზე, მათ ურჩევნიათ გონებრივად მიატოვონ თავიანთი მოთხოვნილებები, იგნორირება გაუკეთონ მათ, რათა არ  არ გამოიწვიონ ჩხუბი, არ გაანადგურონ იდილია. 

ურთიერთობაში დაძაბულობა და რაღაცის არასწორად გაკეთების შიში  

ემოციურად დამოკიდებულ ადამიანს ყოველთვის ეშინია ურთიერთობაში ისეთი რამის გაკეთება, რაც უარყოფით გრძნობებს გამოიწვევს - ბრაზი, გაბრაზება, უარყოფა, გაუფასურება, დადანაშაულება, წყენა ან ტკივილი. ამ გრძნობების შიში არის ურთიერთობებისა და თვითშეფასების განადგურების შიში.

 ყველაზე ხშირად, აქ ხდება ბავშვობის გამოცდილების რეპროდუცირება, მაშინ არ ვიცოდით როგორ გავმკლავებოდით სიტუაციებს, როდესაც მშობლები გვიბრაზდებოდნენ, გვსაყვედურობდნენ... ზრდასრულთა ურთიერთობებში ეს ძველი ტკივილი ახალ ჩრდილებს იძენს - უცებ გვეჩვენება, რომ პარტნიორის ყურადღების და სიყვარულის გარეშე დავიღუპებით და ყველაფერს დავკარგავთ.