დაქვეითებული იმუნიტეტი, დიარეა, კონცენტრაციის პრობლემები, დეპრესია, თმის ცვენა, ფრჩხილის სისუსტე, კანის სიმშრალე - ეს იმ გართულებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოგვარება ან პრევენცია თანამედროვე ვიტამინებითა და დანამატებით არის შესაძლებელი, თუმცა მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანი ჩვენი საჭიროების მიხედვით შევარჩიოთ.
გასათვალისწინებელია, რომ ბადების მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა და მასთან ერთად შერჩევა, რომელი მათგანი შეესაბამება ჩვენს ჩივილებს და ხომ არ არის საჭირო, დამატებითი კვლევები ჩავიტაროთ. როგორ შევარჩიოთ ბადები სწორად და როგორ ეფექტს ახდენს ის ჩვენს ცხოვრებაზე, ამის შესახებ სტატიაში დეტალურად გიამბობთ:
ჯანსაღი და დაბალანსებული კვება გულისხმობს დღის განმავლობაში ორგანიზმისთვის საჭირო მაკრო და მიკრონუტრიენტების მიღებას. მაკრონუტრიენტები არის ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, ხოლო მიკრონუტრიენტები - ვიტამინები და მინერალები. ჯანსაღი კვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი რაციონი შედგება მრავალფეროვანი სეზონური პროდუქტებით, რომლებიც სავსეა ნუტრიენტებით, მაგალითად, ცხიმოვანი მჟავებით.
ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმისთვის შეუცვლელია. უფრო კონკრეტულად, ისინი ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას და მნიშვნელოვანია გულისა და მენტალური ჯანმრთელობისთვის. ცხიმოვანი მჟავების, კერძოდ, ომეგა 3-ის ყველაზე კარგი წყარო ცხიმიანი თევზია, მაგრამ თუ ჩვენს კვების რაციონში აღნიშნული პროდუქტი იშვიათად გვაქვს, მაშინ მნიშვნელოვანია, დანამატების სახით მოვიხმაროთ ომეგა 3,6 და 9, რათა თავი დავიცვათ დეფიციტისგან.
D ვიტამინი უმნიშვნელოვანესი ნუტრიენტია, რომლის მთავარი წყაროც მზეა. აღნიშნული ვიტამინი ჩვენს ენერგიასა და სიცოცხლისუნარიანობაზე პირდაპირ ახდენს ზეგავლენას, მისი დეფიციტი მოქმედებს ჩვენს განწყობაზეც და ხანდახან დეპრესიის გამომწვევი მიზეზიც ხდება.
D ვიტამინი დიდ როლს ასრულებს ისეთი მინერალების შეთვისებაში, როგორებიცაა ფოსფორი და კალციუმი, ასევე, ხელს უწყობს ჯანსაღი და ძლიერი ძვლების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.
თუ დახურულ სივრცეში დიდ დროს ატარებთ და, განსაკუთრებით, ზამთრის სეზონზე გადატვირთული ცხოვრების რეჟიმის გამო ვერ ახერხებთ დღის სინათლეზე სეირნობას, უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში, დანამატის სახით მიიღოთ D ვიტამინი.
B ჯგუფის ვიტამინებს აქვს მრავალი ფუნქცია, მათ შორის, მეტაბოლიზმის მხარდაჭერა, რომელიც გვეხმარება, საკვები გარდავქმნათ ორგანიზმისთვის საჭირო ენერგიად.
B12 ჯგუფის ვიტამინები, ძირითადად, ცხოველურ პროდუქტებშია წარმოდგენილი. ამიტომ მისი დანამატის სახით მიღება განსაკუთრებით რეკომენდებულია ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის ან მათთვის, ვინც მარხვაზეა ან უმეტესად მცენარეული პროდუქტებით იკვებება.
ანტიბიოტიკები, ერთი მხრივ, ორგანიზმში ანადგურებს დაავადების გამოწვევ პათოგენურ ბაქტერიებს, თუმცა, მეორე მხრივ, სპობს ჩვენს ნაწლავებში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებსაც, რაც გართულებებს, კერძოდ, ფაღარათს იწვევს.
ამ დროს სხეული კარგავს სითხეს და ვითარდება დეჰიდრატაცია, იკარგება ელექტროლიტები, მათ შორის, ნატრიუმი, კალიუმი და მაგნიუმი, რის გამოც ვგრძნობთ სისუსტესა და დისკომფორტს. ასევე, სხეული კარგავს ელექტროლიტების იმ ნაწილსაც, რომელიც ჩვენს სისხლში მჟავა-ტუტოვან ბალანსს არეგულირებს.
გართულების სახით ფაღარათი ყველაზე მაღალი ალბათობით პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს მოჰყვება. მაგალითად, ამოქსიცილინს, ცეფალოსპორინებს, როგორიც არის ცეფტრიაქსონი ან ცეფოტაქსიმი და სხვა. ასევე, აღნიშნული გართულება შეიძლება განვითარდეს ფტორქინოლონების, კლარიტრომიცინის ან კლინდამიცინის მიღების შემდეგაც.
ნაკლებ შემთხვევებში, თუმცა დიარეა შეიძლება მოხდეს ისეთი ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ, როგორიცაა ტრიმეთოპრიმ სულფა მეთოქსაზოლი ან აზითრომიცინი.
სანამ დიარეის სამკურნალოდ დამხმარე საშუალებების გამოყენებას დავიწყებთ, რეკომენდებულია, ექიმთან გადავამოწმოთ, რა სახის გართულებასთან გვაქვს საქმე. თუ ფაღარათი არაკლოსტრიდიულია (რაც უმეტეს შემთხვევებში გვხვდება), პრობიოტიკების მიღებით ამ პრობლემას მარტივად გავუმკლავდებით.
პრობიოტიკი არის არის ცოცხალი ბაქტერია, რომელიც მარტივად უმკლავდება ანტიბიოტიკისგან გამოწვეულ დიარეას და გვეხმარება ნაწლავის მიკროფლორის აღდგენაში. ავილაკი, რომელიც ამ კუთხით ერთ-ერთი დამხმარე საშუალება შეიძლება იყოს, მდიდარია როგორც პრობიოტიკებით, ისე პრებიოტიკით (პრობიოტიკების, ანუ ცოცხალი ბაქტერიების საკვებით). „ავილაკის“ 7-დღიანი კურსის შემდეგ აღვიდგენთ ნაწლავის მიკროფლორას და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
საკვები დანამატები თანამედროვე ადამიანის თავის მოვლის რუტინის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ბევრ ჩვენგანს აწუხებს სეზონური თმის ცვენა და ფრჩხილის სისუსტე, რაც შეიძლება, ერთი მხრივ, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობით, ხოლო მეორე მხრივ, გელლაქის ხშირი მოხმარებით იყოს გამოწვეული. ასევე, გაზრდილია კანის პრობლემების შემთხვევებიც, როგორც სიმშრალე, ისე გამონაყარი, პიგმენტური ლაქები.
აღნიშნულ გართულებებთან ბრძოლაში დიდ როლს ასრულებს სოლგარის, დოპელჰერცის, ორთომოლისა და ფიურის დანამატები, რომლებიც მდიდარია ბიოტინით, ჰიალურონის მჟავით, კერატინითა და სხვა მინერალებითა და ვიტამინებით. მათი მიღება, ჩვენი პრობლემიდან გამომდინარე, ექიმის კონსულტაციის შემდეგ უნდა დავიწყოთ.
R