ბოლო დროის ყველაზე გამორჩეული ქორწილები - Marao

ბოლო დროის TOP 5 გამორჩეული ქართული ქორწილი

2024-07-23 17:37:25+04:00

ქორწილის ტრადიცია ყველა ქვეყანაში განსხვავებულია, თუმცა ერთ რამ, რაც მათ აერთიანებთ, ყველგან უცვლელია - ემოციები. სწორედ დაუვიწყარი ემოციების შესაქმნელად ეწყობა ულამაზესი დეკორაციები, ყვავილები, განათებები... ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს არაერთი ცნობილი სახის ქორწილი გაიმართა, რომელთა შესახებაც შემდეგ დიდხანს საუბრობდნენ. სია, რა თქმა უნდა, გრძელია, თუმცა  გთავაზობთ რამდენიმე მათგანს და შეფასება კი თქვენთვის მოგვინდია: 

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი

ყველაზე "ახალი" ქორწილი, რომლის შესახებაც ბევრს საუბრობენ, გიორგისა და ელენეს ეკუთვნით. გიორგი მამარდაშვილი საკუთარი ქორწილის დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. ამ მნიშვნელოვან ამბავთან ერთად, მან ოჯახის ოფიციალურად შექმნაც იზეიმა და "ლისი ივენთ ჰოლში" ულამაზესი საღამო მოაწყო. წვეულებას მუსიკალურად ახალგაზრდა მომღერალი, მარიამ შენგელია აფორმებდა, რომელთან ერთადაც თავად გიორგიმაც იმღერა. პატარძალმა ორი უმშვენიერესი კაბა მოირგო - ერთი უფრო სადღესასწაულო, გაშლილი ქვედა ნაწილითა და მოკრძალებული დეკოლტეთი, მეორე კი უფრო სადა. ელენე ქორწილში ნამდვილად ბრწყინავდა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა. 

  • საჩუქარი მეუღლისგან და რომანტიკული კადრები - რა ფოტოებს გვიზიარებს უმშვენიერესი თაკო ნაცვლიშვილი 
  • ქორწილი ქუთაისში, რომლის შესახებაც ევროპული მედია წერს - ვინ არის მაკო ყაველაშვილი 

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე

გასული წლის 15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ. საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა. ხვიჩამ და ნიცამ ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი სამოსი მოირგეს. სადა, თუმცა ძალიან ელეგანტურმა წყვილმა კი უამრავი კომპლიმენტი მიიღო. 

ბექა ხოფერია და სოფო ქურდიანი

ბექა ხო­ფე­რი­ა­სა და სოფო ქურ­დი­ა­ნის ზღაპ­რუ­ლი ქორ­წი­ლი სი­ცი­ლი­ის ერთ-ერთ შა­ტო­ში, Castello Xirumi-ში გა­ი­მარ­თა. სი­ცი­ლი­ურ ქორ­წილს სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სუ­ლი სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. წყვილ­მა ამ ულამაზეს დღეს ხელი მო­ა­წე­რა. პატარძალმა ორი კაბა მოირგო და ამ დღის სამახსოვროდ არაერთი ფოტო და ვიდეოკადრიც შემოინახა. 

თაკო ნაცვლიშვილი და ოთო ხუროძე

თაკომ და ოთომ ქორწილი იტალიაში, ქალაქ რომში გადაიხადეს. ჯვრისწერა San Salvatore ai Monti-ში, ქართულ ეკლესიაში შედგა, წვეულება და ხელისმოწერა კი ლაციოში, Castello Orsini-Odescalchi-ში გაიმართა. ცერემონიას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. თაკოს ამერიკელი დიზაინერის, Vera Wang-ის უმშვენიერესი კაბა ეცვა. თაკოსა და ოთოს ქორწილზე საზოგადოება ბევრს საუბრობდა, გოგონები კი წერდნენ, რომ უმშვენიერეს მოდელს ყველასთვის საოცნებო ქორწილი ჰქონდა. 

ნუცა საბანაძე და კახა ფეტვიაშვილი

ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული ქორწილის მთავარი გმირი უმშვენიერესი ნუცა საბანაძეა. მიუხედავად იმისა, რომ ნუცას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს, ის ფართო საზოგადოებისთვის ნაცნობი სახე არ არის. ნუცა ბიზნესმენ მინდია საბანაძის ქალიშვილია. მან ქორწილისთვის 3 კაბა მოირგო და თითოეულში შეუდარებლად გამოიყურებოდა.