ნანიკო ხაზარაძის ცხოვრების უცნობი ამბები: "ჩავალაგე ჩემოდანი და გავფრინდი ჩემს ქმართან, 8 წლით უმცროს ბიჭთან, რომელთანაც მანამდე მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა" - Marao

ნანიკო ხაზარაძის ცხოვრების უცნობი ამბები: "ჩავალაგე ჩემოდანი და გავფრინდი ჩემს ქმართან, 8 წლით უმცროს ბიჭთან, რომელთანაც მანამდე მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა"

2024-07-24 15:37:54+04:00

"30 წლის წინ გადავინაცვლებ, როცა ასეთი რისკი გავწიე ცხოვრებაში, ჩვენი ქვეყნის მენტალობის გათვალისწინებით, ჩავალაგე ჩემოდანი და გავფრინდი ჩემს ქმართან, 8 წლით უმცროს ბიჭთან, რომელთანაც მანამდე მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა. ეს იყო რისკი, იმიტომ, რომ მე არ ვიცოდი, რა ან ვინ დამხვდებოდა. აქ შემდგარი ადამიანი ვიყავი, ქუჩაში მცნობდნენ, იქ არავისთვის არავინ ვიყავი, წავედი უცნობ ადამიანთან. სწორედ ამ ქმარს რომ ვშორდებოდი, მე არ მქონდა სახლი, არც სახლის ქირაობის საშუალება, რადგან ბანკში მქონდა დიდი ვალი, არ მყავდა მანქანა, გარეთ იყო ზამთარი, მაგრამ გავრისკე და წამოვედი სამსახურიდან, ვცხოვრობდი მეგობართან, ჩემი შვილი სხვასთან ცხოვრობდა და, ვფიქრობ, ეს სწორი იყო", - ამბობდა ნანიკო ხაზარაძე გადაცემაში "ჩვენი ოჯახი". 

ნანიკო ხაზარაძე 

ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა. ნანიკო საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებს სოციალურ ქსელშიც ხშირად უზიარებს.

  • "ბიჭი ჯობია თუ გოგო?" - ნანიკო ხაზარაძე ყოფილ მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს 

ნანიკო ხაზარაძე პირველად ლევან ნუცუბიძეზე იყო დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი, ლილუ ნუცუბიძე შეეძინა, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა განქორწინებით. 

  • "ალბათ 1988 ან 1989 წელია... ქიმიური დახვევა" - ნანიკო ხაზარაძის განსხვავებული სტილი და ძველი ფოტოები 

განქორწინების შემდეგ ნანიკო პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს  ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც 5-წლიანი ურთიერთობის შემდგომ საზოგადოებას თავისი რჩეული, ფსიქოლოგი ლევან მათითაშვილი წარუდგინა, როგორც მეუღლე. დიდხნიანი დუმილის შემდეგ „იმედის დილის“ სიუჟეტში ერთმანეთის გაცნობის ისტორიასაც მოჰყვნენ - ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მის ცხოვრებას მუდამ თვალს ადევნებდა. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ტელეწამყვანის ყურადღება კი ეთერში მისი ძმის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა. „მახსოვს მისი პირველად მოწერილი წერილი. მთელი ცხოვრებაა მომწონხარ და როგორ არ დადგა ის დღე, რომ უშუალოდ გაგიცნოო. მეც ძალიან მშვიდად მივწერე, ალბათ, ეს დღე არც ახლა დამდგარა-მეთქი და დავემშვიდობე. მეორე დღეს ეთერში მისი ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვყავდა. უცებ გვარმა ჩამაფიქრა და საღამოს მივწერე, კოტე მათითაშვილი შენი ვინ არის-მეთქი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მიხარია, რომ საოცრად კარგი ადამიანი გავიცანი“ - იხსენებდა ნანიკო ხაზარაძე.