გიორგი მამარდაშვილსა და მის ოჯახს საზოგადოება კარგად იცნობს. ამ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე, საქართველოს კარის მცველი მთელმა ქვეყანამ შეიყვარა, რამდენიმე დღის წინ კი, როცა გიორგიმ უმშვენიერეს ელენე ეპიტაშვილზე იქორწინა, მისთვის უცნობმა ადამიანებმა უამრავი კეთილი სურვილიც არ დაიშურეს.
ქორწილიდან არაერთი ფოტო თუ ვიდეო გავრცელდა, გიორგისა და ელენესთან ერთად კი დიდი მოწონება დაიმსახურა ფეხბურთელის დამ, ნინიკო მამარდაშვილმაც. ნინიკომ თაიგულის დასაჭერად "ბევრი იბრძოლა", მოიგერია მამა, რომელიც ხელს უშლიდა და ყველა კონკურენტს აჯობა. მხიარულმა ვიდეომ სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება დააგროვა.
ვიდეოში პატარძლის, ელენე ეპიტაშვილის სახალისო რეაქციის შემდეგ, ნინიკო მამარდაშვილი მის კომენტარსაც გვიზიარებს.
ნინიკომ და ელენემ არაერთხელ ისაუბრეს იმაზე, რომ მათი მსგავსი კომენტარები მხოლოდ ხუმრობაა, ისინი ერთი დიდი ოჯახი, ერთმანეთის კარგი მეგობრები არიან და დიდ დროს ატარებენ ერთად.
გიორგი მამარდაშვილის ოჯახი
გიორგი მამარდაშვილისთვის ფეხბურთი ბავშვობიდან ახლობელი იყო - მამა, დავით მამარდაშვილი, ვეტერანი მეკარე გახლავთ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით თამაშობდა - მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობით დაკავდა.
გიორგი მამარდაშვილის დედა თამუნა ბლიაძეა. დედა გიორგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ხშირად ესწრება თამაშებს და ყოველთვის მხარში უდგას მას.
გიორგის ჰყავს და, ნინიკო მამარდაშვილი, რომელიც სტუდენტია. ნინიკოს "ტიკ-ტოკის" მომხმარებლები კარგად იცნობენ, რადგან ის აქტიურად აქვეყნებს ვიდეოებს საკუთარი ყოველდღიურობის შესახებ. მის გამომწერებს განსაკუთრებით მოსწონთ გიორგისთან ერთად გადაღებული ვიდეოები და მუდმივად ითხოვენ მის კადრში გამოჩენას. და-ძმა ერთად დიდ დროს ვერ ატარებს, რადგან გიორგი ვალენსიაში ცხოვრობს, ნინიკო - თბილისში, თუმცა მათ განსაკუთრებულ დაძმობაზე ბევრს წერენ - ნინიკო ყველაზე ძალიან ამაყობს ძმით და ყოველთვის უმაგრებს ზურგს.
გიორგისა და მისი უმშვენიერესი მეუღლის, ელენე ეპიტაშვილის შესახებ მედია ხშირად წერს. წყვილი ცოტა ხნის წინ დაინიშნა, თუმცა ქორწილი ჯერ არ ჰქონიათ. როგორც ისინი ამბობდნენ, ქორწილს საქართველოში გეგმავენ. ელენე მოდელია, ხშირად ჩანს არაერთი ცნობილო ბრენდის კამპანიაში, მეუღლესთან ერთად ვალენსიაში დიდ დროს ატარებს და მის წარმატებაში დიდ როლს ასრულებს.