მშობიარობის შემდგომი დეპრესიით, დაახლოებით, ყოველი მეშვიდე ქალი იტანჯება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე ღიად ვისაუბროთ და როგორც მომავალ ან ახალბედა დედებს, ისე მათ ოჯახის წევრებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, როგორ დაეხმარონ ერთმანეთსა და საკუთარ თავს.
რა არის მშობიარობის შემდგომი დეპრესია და როგორ ვითარდება ის? - მშობიარობის შემდგომი დეპრესია, იგივე პოსტნატალური დეპრესია (PPD), დეპრესიის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ჩვილის დაბადების შემდეგ ვითარდება. PPD შეინიშნება ახალშობილის დედებში, თუმცა მისი განვითარება სუროგატ დედებსა და მშვილებელ მშობლებშიც შესაძლოა. მშობიარობის შემდგომ პერიოდში სხეულში მიმდინარეობს ჰორმონალური, ფიზიკური და ემოციური ცვლილებები, რასაც ხშირად ემატება ფინანსური სირთულეები და სოციალური ცხოვრების შეცვლა. სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობამ შეიძლება პოსტნატალური დეპრესია გამოიწვიოს.
არსებობს სხვადასხვა სიმძიმის პოსტსამშობიარო დეპრესია, რომელსაც განსხვავებული მეთოდებით მკურნალობა სჭირდება. მშობიარობის შემდგომი ფსიქიკური აშლილობები სამ ძირითად ტიპად იყოფა და შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებმა დედას შესაბამისი დახმარება გაუწიონ:
თუ ჩამოთვლილი ნიშნები კვირაზე მეტ ხანს გრძელდება და უარესდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის. რაც შეეხება ოჯახის წევრების მხრიდან მხარდაჭერას, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად აქტიური კომუნიკაცია გქონდეთ დედასთან, მოისმინოთ მისი მდგომარეობის შესახებ და ემპათიით მოეკიდოთ მას. ასევე, ხელი შეუწყვეთ, დედამ საკუთარ თავსაც დაუთმოს დრო, გაითვალისწინეთ მისი სურვილები და აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, რათა მდგომარეობა კიდევ უფრო არ გართულდეს. ამ ტიპის დეპრესიის მართვა დამოკიდებულია მისი სიმძიმის ხარისხზე. ძირითადად, გამოიყენება მედიკამენტური მკურნალობა ანტიდეპრესანტებით, ფსიქოთერაპია და თვითდახმარების ჯგუფები.
მშობიარობის შემდეგ დეპრესიის დაძლევაში დიდ როლს თამაშობს დედისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, რადგან განსაკუთრებით ლაქტაციის დაწყება როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე ახდენს დიდ ზეგავლენას. ასეთი გარემოს შესაქმნელად კი აუცილებელია დედისა და ბავშვის საჭიროებებზე მორგებული მოვლის საშუალებების გამოყენება, რომელიც ფიზიკური ტკივილის, სტრესისა და დაძაბულობის ხარისხის შემცირებას უწყობს ხელს. უკვე წლებია, ამგვარ პროდუქციას აწარმოებს მსოფლიოში და ახლა უკვე საქართველოშიც კარგად ცნობილი ამერიკული ბრენდი ლანსინო, რომლის მთავარი ფილოსოფიაც დედებისა და მათი პატარებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ლაქტაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. მისი მეცნიერულად შემოწმებული რძის საწველი საშუალებები, ძუძუს მოვლის საშუალებები, სამგზავრო და ყოველდღიური მოვლის ნაკრებები თუ ანტიკოლიკური საწოვარები დედებს საშუალებას აძლევს, გაიმარტივონ ბავშვის მოვლის პროცესი და შეინარჩუნონ სიმშვიდე.
გახსოვდეთ, რომ მშობიარობის შემდეგ კომფორტული და მშვიდი გარემო დედისთვის მაქსიმალურად მნიშვნელოვანია და ასეთი ატმოსფეროს შექმნაში ოჯახის წევრები წამყვან როლს ასრულებენ. აუცილებელია, დედამ იგრძნოს გარშემომყოფების მხარდაჭერა, ემპათია და ხელშეწყობა, რათა მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი სასიამოვნო მოგონებებად ექცეს.
R