მიუხედავად იმისა, რომ უმშვენიერესი დები, ლიკუნა და ანუკი ქორქიები უკვე რამდენიმე წელია, საჯაროდ თითქმის არასდროს ჩნდებიან, პოპულარობასა და აქტიურობას მაინც არ კარგავენ, მათი ფოტოები კი ყოველთვის დიდ მოწონებასა და სიყვარულს იმსახურებს.
ამჯერად ლიკუნა ქორქია ზღვისპირეთიდან ახალ კადრებს გვიზიარებს და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებს. შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ დები ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებიან და ამას, რა თქმა უნდა, გენეტიკასთან ერთად, ცხოვრების სტილიც განსაზღვრავს.
"ადრე ვიძინებ, შესაბამისად, ჩემი დილაც ადრე იწყება. ახალი დღის შეგრძნება უდიდესი მოტივაციაა იმისა, რომ ბედნიერი ვიყო. დილის რუტინა მარტივია: იწყება შხაპით, შემდეგ ყავა, ჩაი ან წყალი – გააჩნია, რას მთხოვს ორგანიზმი. ორგანიზმს ვუსმენ, იმდენი რამ ვასწავლე, რომ უკვე სწორ სურვილებს და სიგნალებს მიგზავნის. ამ ნახევარ საათში ვასწრებ მსუბუქ საუზმეს, კანის მოვლას და ფიქრს, რომ დღე ზედმიწევნით სწორად დავგეგმო. სახის მოვლის რუტინაში, ძირითადად, რომელიმე ბრენდის ერთი ხაზის, ერთ ბაზაზე დამზადებულ პროდუქტებს ვიყენებ. მზისგან დამცავი საცხის გარეშე სახლიდან არ გავდივარ.
საკუთარ სხეულზე ექსპერიმენტების მომხრე არ ვარ, ამ საკითხში მთავარია სიფრთხილე, ცოდნა და გამოცდილება. ერთადერთი, რასაც მუდმივად მივმართავ, კუნთის ტონუსის აღდგენაა, იგივე ჰიდრადერმია, როდესაც ჩვენს სახეზე მოდუნებული კუნთები მიკროდენების საშუალებით პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება. ეს უნიკალური მეთოდი ჩემთვის ერთადერთი და უალტერნატივოა სახის მოვლის რუტინის ნაწილში", - ამბობდა ლიკუნა ქორქია Nargis Magazine-თან საუბრისას.
ტელეწამყვანი და მოდელი ლიკა ქორქია საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი წლების წინ გახდა, როცა ის ეკრანზე პირველად გამოჩნდა. ლიკასთან ერთად, დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი და, ასევე ტელეწამყვანი ანუკი ქორქია. მიუხედავად იმისა, რომ დები კამერების წინ უკვე იშვიათად ჩნდებიან, მათ მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობს.
"ვფიქრობ რომ ადამიანი თუ არაფერს ნანობს, პრობლემაა. თავად ვნანობ დაკარგულ დროს, რომელიც კიდევ უფრო მეტი განათლებისთვის არ გამოვიყენე. ვნანობ გარკვეულ საქციელებს.. უფრო ჩემი ადამიანების მიმართ დამოკიდებულებების ვერ გამოხატვას. როცა ეს ადამიანები ჩვენს გვერდით არა არიან და ძალიან ბერი რამ დაგრჩა მათთვის სათქმელი და გასაზიარებელი. სამწუხაროად, ამას მხოლოდ მაშინ ვხვდებით, როცა ჩვენთვის ძვირფას ადამიანს ვკარგავთ. სულ გაქვს სინანულის განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ვერ მოვასწარით. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი პოზიტივი გავცე, სიყვარული გავუზიარო ადამიანებს. კომპლიმენტებს არ ვიშურებ, რომ თავად გავცე პოზიტიური განწყობა, რომელიც ასევე პოზიტიური განწყობით დამიბრუნდება. თავადაც კომპლიმენტი პატარა ბავშვივით მიხარია, რადგან ეს დამოკიდებულება დადებითი ენერგიით მავსებს", - ამბობდა ლიკუნა Beaumonde-თან საუბრისას.
ლიკას მეუღლე კი "აწარმოე საქართველოს" დირექტორი მიხეილ ხიდურელი გახდა. ლიკა ქორქია, რომელიც წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა მედიასთან, დაოჯახებას თვეების მანძილზე მალავდა. უფრო მეტიც, დღემდე თავს იკავებს ახალ ოჯახსა და შეცვლილ ცხოვრებაზე საუბრისგან.
"არ ვარ აქტიური სოციალურ ქსელებში, არც ბევრ ადგილას დავდივარ და ამ დრომდე ფართო საზოგადოებისთვის ეს ამბავი არ გასაჯაროებულა. ჩვენი ქორწინების შესახებ მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ და ასე ნელ-ნელა ვრცელდება ჩვენი ამბავი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმეს აინტერესებს. ვცხოვრობთ ერთად და ბედნიერად. სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ. არ მიყვარს პირად თემაზე საჯაროდ საუბარი“ - აღნიშნავდა ლიკუნა ქორქია „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას.