დღეს ჰოლივუდში ბევრ იტალიელ მსახიობს შეხვდებით, რომლებმაც მშობლიური ქალაქიდან ბრჭყვიალა ჰოლივუდში წლების წინ გადმოინაცვლეს. ზოგმა სამუდამოდ დაივიწყა ძველი მხარე, ზოგმა კი იტალიიდან შეძლო მსოფლიოსთვის ხმა მიეწვდინა და წარმატების მწვერვალები ევროპის პატარა ქვეყნიდანაც დაეპყრო.
ბელუჩის დებიუტი იტალიურ კინოში შედგა 1990-იან წლებში. კარიერის პირველ ეტაპზე ეპიზოდურ როლებში იღებდნენ, თუმცა სიტუაცია შეიცვლა მას შემდეგ, რაც ბელუჩი მიიწვიეს ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში — „დრაკულა“, სადაც დრაკულას პატარძლის როლი შეასრულა. მომდევნო წლებში ფილმში სათამაშოდ მას სხვა კინორეჟისორებიც იწვევდნენ. განსაკუთრებულ წარმატებას ბელუჩიმ მიაღწია 1996 წელს, როდესაც ითამაშა ფილმში „ბინა“, სადაც მისი პარტნიორი იყო ვენსან კასელი. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის წარდგენილი იყო სეზარის პრემიაზე ნომინაციაში "იმედისმომცემი მსახიობი".
მსახიობის წარმატება სილამაზის კონკურსით დაიწყო, როცა დედამისმა ქუჩაში განცხადება ნახა: "გინდა, გახდე ზღვის პრინცესა? მიიღე მონაწილეობა კონკურსში!" მან შვილს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია, სადაც სოფიმ მეორე ადგილი დაიმსახურა. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კინოკარიერა. 1950-იანი წლების დასასრულს მან ითამაშა ფილმებში: "ბიჭი დელფინზე" და "სიამაყე და ვნება", სადაც თამაშობდა კერი გრანტთან და ფრენკ სინატრასთან ერთად. ლორენს და გრანტს ჰქონდათ რომანი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რომანადაა მიჩნეული.
ცნობილი მსახიობის, კლაუდია კარდინალეს კარიერა 1960-იან წლებში აყვავდა და დიდ პოპულარობასაც მიაღწია. თუმცა იგი გამორჩეული გარეგნობის გამო ბავშვობიდან ყველას ყურადღებას იპყრობდა.
კარიერის განმავლობაში მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ფედერიკო ფელინი, სერჯო ლეონე და ვერნერ ჰერცოგი... მისი ხმა ზედმეტად ხისტად ითვლებოდა, ამიტომ ფილმებში ყოველთვის დუბლიორი ახმოვანებდა.
კარიერაში პირველი წარმატება ჯინას არა ფილმმა, არამედ სილამაზის კონკურსმა მოუტანა. „მის იტალიის“ კონკურსში ლოლობრიჯიდამ მესამე ადგილი დაიკავა და მაშინვე უამრავი გულშემატკივარი შეიძინა. ერთ-ერთი მათგანი რეჟისორი კრისტიან-ჟაკი იყო, რომელიც იმ მომენტში ფილმისთვის "Fanfan Tulip" მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა. სწორედ ამ სათავგადასავლო კომედიამ გაუხსნა გზა ლოლობრიჯიდას სამსახიობო კარიერას. თავბრუდამხვევი კარიერის შემდეგ კი იტალიელ მსახიობს 2018 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.
პიერ ანჯელი კლასიკური იტალიური ელეგანტურობის საკულტო განსახიერება იყო; მისმა მომხიბვლელმა სილამაზემ და არაჩვეულებრივმა სამსახიობო ოსტატობამ წარუშლელი კვალი დატოვა როგორც ამერიკულ, ისე ევროპულ კინოში. დაუვიწყარი როლები შექმნა ფილმებში, როგორიცაა Teresa და Somebody Up There Likes Me.
ლეგენდარული მსახიობი ათწლეულების განმავლობაში იპყრობდა გულებს თავისი გასაოცარი სილამაზითა და განსაკუთრებული ნიჭით. იტალიაში დაბადებულმა ლისიმ კინოკარიერა მოზარდობაში დაიწყო. მისი დებიუტი შედგა ფილმში La corda d'acciaio ( The Steel Rope , 1953).
ფრანჩესკა რომანა რიველი იტალიის დედაქალაქში 1955 წლის 9 მარტს დაიბადა. გოგონას ბიოგრაფია წარმატებულად ჩამოყალიბდა, შრომისმოყვარეობისა და რამდენიმე იღბლიანი დამთხვევის წყალობით. ორნელას მამა ჟურნალისტი იყო, ხოლო დედა, წარმოშობით ესტონელი, მოქანდაკე.
13 წლის ორნელამ ფულის შოვნის გზა იპოვა: სამხატვრო სკოლაში ჩაირიცხა, მოიტყუა, რომ 18 წლის იყო და შიშველ პოზირებაზე დათანხმდა. ერთ დღეს ერთ-ერთი ჟურნალში გამოქვეყნებულმა ფოტომ მიიპყრო მისი სკოლის მასწავლებლის ყურადღება - ფოტოსესიების ამბავმა სკოლის დირექტორისა და დედის ყურამდეც მიაღწია.
1957 წელს ვიტი გასახმოვანებლად მიიწვიეს ფილმში "ყვირილი". ფილმის რეჟისორ მიქელანჯელო ანტონიოზე მონიკას სმენოდა, რომ ამპარტავანი და ძალიან ჯიუტი იყო. ერთმანეთი სამონტაჟოში გაიცნეს. ჩაწერის შემდეგ ანტონიონიმ სინიორიტა შეაქო, ვფიქრობ, თქვენ სწორედ ის ხართ, ვისაც ამდენი ხანი ვეძებდიო... ვიტიმ ყურებს არ დაუჯერა.
ბარბარა ბუშე, მიმზიდველი იტალიელი წარმოშობის ამერიკელი მსახიობი, 1960-იანი წლებიდან იპყრობს მაყურებელს თავისი ბრწყინვალე გარეგნობით და მაგნიტური ხიბლით. მისი შთამბეჭდავი კარიერა მოიცავს როგორც ჰოლივუდურ, ისე იტალიურ კინოს.
როსელინი რომში დაიბადა. მისი მშობლები შვედი მსახიობი ინგრიდ ბერგმანი და იტალიელი კინორეჟისორი რობერტო როსელინი იყვნენ. იზაბელა რომსა და პარიზში გაიზარდა. მან ლიბერალური კათოლიკური განათლება მიიღო.