ქალებისთვის ცელულიტთან ბრძოლა, მკვდარი უჯრედების მოშორება და ერთფეროვანი სტრუქტურის მქონდე კანის მიღება ის დიდი გამოწვევაა, რომელთან გამკლავებაც თითოეულ ჩვენგანს უწევს.
ცელულიტი, ჩვეულებრივ, გვხვდება ბარძაყებზე, დუნდულებზე, მუცელზე, თეძოებსა და ხელებზე. ეს არსებითად მხოლოდ ცხიმოვანი უჯრედების კრებულია თქვენი კანის ქვეშ. სპეციალისტები ტერმინ “ცელულიტს” იშვიათად იყენებენ და ამ მოვლენას „ლიპოდისტროფიას“ ან „ლიპოსკლეროზს“ უწოდებენ. ცელულიტი, ჩვეულებრივ, გოგონებს ემართებათ 20-დან 25 წლამდე, ხშირად - ორსულობის დროს ან მის შემდეგ.
როგორ მოვიშოროთ ცელულიტი
მედიცინის დოქტორი მონა გოჰარა გთავაზობთ რეტინოლის ტანის ლოსიონის ან კრემის ჩართვას ცელულიტის შესამცირებლად თქვენს რუტინაში, - „რეტინოლი ხელს უწყობს კოლაგენის გაზრდას და კანის გასქელებას“.
მიუხედავად იმისა, რომ კრემები და ლოსიონები არ გააქრობენ ცელულიტს, მათ შეუძლიათ დროებით კანი გლუვი გახადონ. განსაკუთრებით, თუ აირჩევთ ფორმულას, რომელიც შეიცავს კოფეინს - ეს ოდნავ აშრობს ცხიმოვან უჯრედებს, რაც მათ ნაკლებად შესამჩნევს ხდის.
თუ დრო არ გაქვთ კრემის მასაჟისთვის ყოველ საღამოს, დაამატეთ კოფეინით სავსე სხეულის სკრაბი შხაპს. ადგილობრივი გამოყენებისას, დაფქული ყავის ამქერცლავს შეუძლია დროებით შეამციროს ცელულიტის გამოჩენა, იმის წყალობით, რომ ყავა შეიცავს კოფეინს, რომელიც დროებით ამკვრივებს კანს.
არსებობს უამრავი კრემი, მასაჟორი და ნიღაბი იმისთვის, რომ ჩვენი კანი იდეალურად გამოიყურებოდეს, თუმცა მათ შორის საუკეთესო სწორედ მშრალი ჯაგრისია.
მშრალი ჯაგრისი უხეში ზედაპირის მქონე ჯაგრისია, რომელიც ტანის ნებისმიერ მონაკვეთზე გამოიყენება. ჯაგრისი დაბანამდე ან მის შემდეგ უნდა გამოვიყენოთ.
მშრალი ჯაგრისის დადებითი თვისებები
აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, ერთფეროვან სტრუქტურას ანიჭებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც აჩქარებს მეტაბოლიზმს; ამცირებს ცელულიტის და კოლაგენის რაოდენობას ორგანიზმში, ხსნის სტრესს და ადუნებს კუნთებს, ასტიმულირებს ლიმფურ სისტემას, ორგანიზმს ეხმარება ტოქსინების გამოდევნაში.