ორი პროდუქტი მბზინავი თმისთვის - თაკო ჩხეიძის რჩევები და ვიდეოგაკვეთილი - Marao

ორი პროდუქტი მბზინავი თმისთვის - თაკო ჩხეიძის რჩევები და ვიდეოგაკვეთილი

2024-07-26 10:29:52+04:00

თაკო ჩხეიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და განსაკუთრებული გარეგნობის, ინტელექტისა და პროფესიონალიზმის გამო მალევე შეიყვარა კიდეც.  

თაკო ჩხეიძე 1981 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით. 1995 წელს დაიწყო სამოდელო საქმიანობა სააგენტო „ნატალიში“. მუშაობდა ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტო IMG-სა და პარიზის სააგენტო „ვივაში“. 2006 წელს სათავეში ჩაუდგა სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსს“, რომელიც თავად დააარსა და დღემდე წარმატებულად საქმიანობს.

რჩევები თაკო ჩხეიძისგან 

სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ თაკო ჩხეიძე უზადო გარეგნობითა და სილამაზით გამოირჩევა, რაც, რა თქმა უნდა, გენეტიკასთან ერთად, თავის მოვლისა და ცხოვრების წესის დამსახურებაცაა. თაკო პერიოდულად აქვეყნებს რჩევებს სტილისა და სამოსის შესახებ, ზოგჯერ კი მეგობრებს კანისა თუ თმის მოვლასთან დაკავშირებულ გამოცდილებასაც უზიარებს. ამ ვიდეოში თაკო სწორედ თმის მოვლის პროდუქტებს გვირჩევს. ის რეკომენდაციას თმის მკვებავ ზეთსა და დამცავ სპრეის უწევს. 

  • "მოემზადეთ ჩემთან ერთად" - თაკო ჩხეიძის სტილის გაკვეთილი და ახალი ვიდეო 

თაკო ჩხეიძის ოჯახი

თაკოს მეუღლე ქართველი დიპლომატი, აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე გაგრაში 1971 წელს დაიბადა. აბაშიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში და მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. 1996 წლიდან რუსლან აბაშიძე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსლან აბაშიძე გახლდათ საქართველოს ელჩი ესტონეთში, 2019 წლის 11 დეკემბრიდან კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

  • "თამამად შემიძლია გირჩიოთ, ხელს უწყობს ცხიმის დაწვას, ცელულიტის გაქრობას, გარშემოწერილობის შემცირებას, ძალიან სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის" - თაკო ჩხეიძის რჩევები იდეალური კანისა და სხეულისთვის 

წყვილს სამი ვაჟი ჰყავს: 22 წლის სერგი, 14 წლის ალექსანდრე და 12 წლის დავითი.

თაკო ჩხეიძე განსაკუთრებით ხშირად ჩნდება უფროს ვაჟთან, სერგისთან ერთად. სერგიმ საქართველოში გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული სკოლა დაამთავრა და არაჩვეულებრივი სასკოლო განათლება მიიღო, შემდეგ კი სწავლის ევროპაში, შვეიცარიასა და ესტონეთში გაგრძელება გადაწყვიტა. სერგიმ მადრიდში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში პროფესიულ მიმართულებად  ბიზნესის სფერო აირჩია.

  • "საუკეთესო წყვილი" - თაკო ჩხეიძე მეუღლესთან ერთად რომანტიკული მოგზაურობის ფოტოებს გვიზიარებს