თიკა ფაცაციას ჩვენს ქვეყანაში ყველა იცნობს. პროფესიონალიზმისა და მუდამ დადებითი ხასიათის მიღმა, ის კეთილგანწყობასა და სიყვარულს არაჩვეულებრივი გარეგნობითაც იმსახურებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ თიკა ყოველთვის იდეალურ ფორმაშია და შესანიშნავად გამოიყურება. ტელეწამყვანს რომ მართლაც გამორჩეული სილამაზე აქვს, ამაზე არავინ დავობს, თუმცა ეკრანზე ხშირად გამოჩენას თავისი სირთულეებიც აქვს - თიკას ხშირად უწევს მძიმე მაკიაჟის გაკეთება, რაც შემდეგ კანის განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ამჯერად ის სწორედ ამ შემთხვევაზე, გამონაყარსა და მისი მკურნალობის ეფექტურ გზებზე გვაძლევს რჩევებს.
ცოტა ხნის წინ ის გამომწერებს თმის მოვლასთან დაკავშირებულ გამოცდილებასაც უზიარებდა:
"ძმრიანი წყლის გადავლება თავის დაბანის შემდეგ... ადრე ამ მეთოდს მიმართავდნენ. თმა მცვივა და გადავწყვიტე, მეც მეცადა. psp-ში შევიძინე ჟოლოს თმის მისტი, რომელიც თმის ძირების გამაგრებაზე ზრუნავს და ბზინვარებასაც ანიჭებს" - ამბობდა თიკა.
თიკა ფაცაციას ცხოვრება
1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს, თიკამ ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკამ პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა, იმავე წელს "ევროვიზია 2008"–ში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მან დიანა ღურწკაიაზე ნაკლები ქულა დააგროვა.
2009 წელს თიკამ კვლავ "ევროვიზია 2009"–ის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერით „Miracle“ („საოცრება ხარ“), მაგრამ "ევროვიზიაზე" წარსადგენად "სტეფანე და სამი გოგო" აირჩიეს.
2010 წლის 1-ელი თებერვლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა „ნიჭიერისა“, მათ ერთად მიჰყავდათ შოუ „მელომანია“. ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და "ექიმების" წამყვანია. 2021 წლიდან არის "ნიჭიერის" ჟიურის წევრი.