„ეტყობა, რაღაც მოვუხარშე, ან ჯადო გავუკეთე. 10 წელია, რაც ერთად ვართ და ჯერ კიდევ მოგვწონს ერთმანეთი. ყოველდღე მირეკავს, მეუბნება მომწონხარო. საკმაოდ რთული ხასიათი მაქვს. ჩხუბისთვის მიზეზს ვეძებ. სანამ ამიჯანყდება, მე ვეცემი ხოლმე. ზოგს ჰგონია, რომ ბენის რბილი ხასიათი აქვს. ხან ის თმობს, ხან მე. თუ ფიქრობს, რომ ჩალაგებას დავიწყებ, ჩერდება“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი მეუღლის, ბენ ჰაიმის შემსახებ გადაცემაში "სთორი", სადაც მან საკუტარი ცხოვრების, ოჯახისა და კარიერის შესახებ ვრცლად ისაუბრა. ნუკის ინტერვიუმ ბევრი დადებითი შესაფება დაიმსახურა: "აი, რატომ ვაფასებ და მომწონს ეს გოგო", "მომწონს ეს გოგო! რეალურია, არ თამაშობს", "მიყვარს ეს გოგო თავისი უბრალოებით და სისადავით", - წერენ კომენტარებში.
ნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის საქართველოში ცნობილი ტელესახეა, რომელიც არაერთხელ მოგვევლინა სხვადასხვა შოუსა თუ გადაცემის წამყვანის ამპლუაში. ნუკიმ მონაწილეობა რამდენიმე ფილმშიც მიიღო და ჰქონდა ფოტომოდელის კარიერაც. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს.
ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული.
"ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო" - ამბობდა მაშინ ნუკი. მოგვიანებით, 2015 წლის შემოდგომაზე, ცნობილი გახდა, რომ ნუკი და ბენი დაოჯახდნენ. ტელეწამყვანს ამერიკაში მოუწია წასვლა, რადგან მისი მეუღლე იქ ცხოვრობს და საქმიანობს. მიუხედავად ამისა, ნუკი ხშირად სტუმრობს სამშობლოს და ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს.
ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს საკუთარი თავის მოვლისა და კოსმეტიკის ბრენდიც.