ცნობილი დები, ანასტასია ხაჩიძე და ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებენ. დები ზაფხულს ერთად ატარებენ და მეგობრებთან ერთადაც ისვენებენ:
ანასტასია ხაჩიძე
ანასტასია ხაჩიძე ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას შვილია. ანასტასია სოციალურ ქსელებში აქტიურობით არ გამოირჩევა.
როგორც მშობლები განმარტავენ, ანასტასიას ეკრანზე გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ამიტომ ოჯახის წევრებთან ერთად სატელევიზიო გადაცემებს იშვიათად სტუმრობს, თუმცა, ალბათ, ყველას ახსოვს პატარა ანასტასიას სიმღერა: "ყველაზე ლამაზი გოგო ვინ არის? ანასტასია ხაჩიძე..."
ზურას თქმით, ანასტასიას სახელი გამზრდელი ბებოს პატივსაცემად დაარქვა. ოჯახში ყველაზე პატარა წევრს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ზურა მას ყველა სურვილს უსრულებს.
სულ ცოტა ხნის წინ ანასტასია ხაჩიძემ სკოლა დაამთავრა და სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში, ლონდონში წავიდა. ანასტასია მეგობრობს ავთანდილ ცქვიტინიძისა და ხათუნა თოთლაძის ქალიშვილტან, ანასტასია ცქვიტინიძესთან. უმშვენიერესი გოგონები ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ კადრებსაც.
რამდენიმე წლის წინ ხათუნა ჟორდანიამ ანასტასია ხაჩიძის ესე გამოქვეყნა, რომელიც გოგონამ მას დედის დღეს წაუკითხა - "რადგანაც ჩემს შვილებს არ აქვთ "ფეისბუქი", უნდა დავდო ანასტასიას ესე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაწერა და დედის დღეს წამიკითხა. ალბათ მომკლავს, რომ გავასაჯაროვე, მაგრამ ვინც წაიკითხავს, მიხვდება, რომ ეს უნდა გამეკეთებინა", - წერდა ხათუნა.
ნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე 1991 წლის 11 აპრილს დაიბადა. სამი წლის ასაკში პირველად ფრანგული სიმღერა „La belle dame sans regrets“ ჩაწერა. მე-5 კლასამდე სწავლობდა ფრანგულ კოლეჯში, შემდგომში გადავიდა თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში და ბრიტანულ სკოლაში. 1997 ჯგუფ „სახესთან“ ერთად ჩაწერა დუეტი „წვიმად გადავიქეცი“. 1998 წელს დაიწყო დუეტების შესრულება ზუკა ხუციშვილთან ერთად. 1999 წელს „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩაწერა სიმღერა „ნინი და ქუჩის ბიჭები“. 2003 წელს კი - სიმღერა „ჩემი ქალაქი“.
ნინის რომ დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, ამაზე საჯაროდ ბევრჯერ უსაუბრია:
"მამის გარეშე გავიზარდე, მამა არ ცხოვრობდა ჩვენთან ერთად, დედა იყო ჩემთვის მამაც და დედაც. ძალიან მკაცრი იყო დედაჩემი – 22 წლამდე 10 საათზე უნდა ვყოფილიყავი სახლში. კარიერას და სიმღერას რაც შეეხება, ყველაფერი, ალბათ, ხათუნას დამსახურებაა. მას შეეძლო ღამეები გაეთენებინა სტუდიაში, როდესაც კეთდებოდა სიმღერა. ყველაზე მთავარი თვისება, რაც დედისგან ვისწავლე, ეს არის სიკეთის კეთება", – ამბობს ნინი.
ნინი ქარსელაძემ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. თამაზ ჯახუტაშვილია LKLEY OVERSEAS LIMITED, BVI წილის მფლობელია. ის ნინიზე 8 წლით უფროსია.