ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ატლანტა იუნაიტედისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე მამა გახდა. მას და მის მეუღლეს, სალი კერატიშვილს პირველი შვილი, გოგონა, ალესია შეეძინათ. ფოტო სოციალურ ქსელში Geo Team-მა გააზიარა.
გერმანიაში საქართველო-ჩეხეთის მატჩის დასრულების შემდეგ ქართველი გულშემატკივარი ნაკრების წევრის, საბა ლობჟანიძის ცრემლებმა გულგრილი არ დატოვა. ფეხბურთელი ბოლო მომენტში გაშვებულ საგოლე შანსს განიცდიდა. საბასთან დასამშვიდებლად ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლიც მივიდა.
ლობჟანიძე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. 29 წლის ნახევარმცველი თბილისში დაიბადა. საბა ათი წლიდან "ნორჩიდინამოელი" იყო და მისი საკლუბო კარიერაც თბილისის "დინამოში" დაიწყო.
2017 წლის ივნისში ლობჟანიძემ დანიურ "რანდერსთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2018 წლის აპრილში, ექვს თამაშში ლობჯანიძემ ექვსჯერ გაიტანა "რანდერსისთვის", მათ შორის, ჰეთ-თრიკი "სონდერისკესთან", რამაც მას თვის საუკეთესო მოთამაშის წოდება მოუტანა ქართველ ფეხბურთელებს შორის. ის ასევე, ორჯერ დასახელდა დანიის სუპერლიგის კვირის გუნდში.
2020 წლის 30 იანვარს ლობჟანიძემ კონტრაქტი გააფორმა თურქულ კლუბ MKE Ankaragücü-სთან, 2021 წლის ივნისში კი ხელი მოაწერა სამწლიან კონტრაქტს "ჰატაისპორთან", მას შემდეგ, რაც "ანკარაგიუჯიუში" სუპერლიგიდან დაქვეითდა.
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ და 2023 წლის თებერვალში "ჰატაისპორის" ლიგიდან გაყვანის შემდეგ ლობჟანიძე "ფატიჰ კარაგუმრუკსში" იჯარით სეზონის ბოლომდე გადავიდა.
2023 წლის აგვისტოს დასაწყისში კი ამერიკაში, MLS-ის კლუბ "ატლანტა იუნაიტედში" სამწლიანი კონტრაქტით გადავიდა. მალე "ატლანტა იუნაიტედის“ პრესსამსახურმა გუნდის ახალწვეულის ინტერვიუ გამოაქვეყნა.
"გაინტერესებთ, რატომ ავირჩიე "ატალანტა იუნაიტედი"? იმიტომ, რომ ეს არის კარგი გუნდი, რომელიც საინტერესო იყო ჩემთვის თავისი ისტორიით.
მე თბილისელი ვარ, საქართველოს დედაქალაქიდან. ჩემი ქვეყანა ულამაზესია. იქ ყველაფერია - მთა, ზღვა, დიდებული ბუნება... ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო...
მამას ძალიან უყვარს სპორტი. ჯერ კიდევ ჩემი უფროსი ძმები ვარჯიშობდნენ, მაგრამ მათ არ ჰქონიათ რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება. ფეხბურთზე რომ შევედი, მხოლოდ 4 წლის ვიყავი. მაშინდელ ამბებს რომ ვიხსენებ, სხვები გაცილებით უფროსები იყვნენ - 5, 6, 7 წლისანი... მათ შორის მე ყველაზე უმცროსი ვიყავი...
ჩემი მეტსახელია "ლობო". ასე მეძახიან საქართველოს ნაკრებში. ჩემი გვარის შემოკლებული ვარიანტია. ან ეს, ან საბა... საკუთარ თავს როგორ დავახასიათებდი? ჩემი აზრით, ვარ კონკურენტუნარიანი, მშრომელი და მიზანსწრაფული...
ვარ გარემარბი. ჩემს მთავარ ამოცანად მიმაჩნია "ბოლო პასის" გაკეთება. ამავე დროს, ვარ სწრაფი და გავაკეთებ ყველაფერს, რომ ამ თვისებებით გუნდს გამოვადგე. მიყვარს გატანა და მჯერა, რომ ამას მოვახერხებ.
როცა რთული პერიოდი მაქვს, ასეთ დროს ჩემთვის საუკეთესო გამოსავალი კიდევ უფრო მეტი ვარჯიშია. როცა გუნდთან ერთად ხანგრძლივი ვადით მიწევს მგზავრობა, უპირველეს ყოვლისა, ვცდილობ, დავიძინო. თუ ამას ვერ ვაკეთებ, მაშინ ვუსმენ მუსიკას, ან თანაგუნდელებთან ერთად ვერთობი...
ამერიკაში გადასვლიდან სამ თვეში ამერიკული საფეხბურთო გუნდის ფეხბურთელმა საყვარელ ქალს, სალი კერატიშვილს, სტადიონზე სთხოვა ხელი.