"სადა და დახვეწილი" - მაკა კვიციანის პარიზული სტილი - Marao

"სადა და დახვეწილი" - მაკა კვიციანის პარიზული სტილი

2024-07-29 09:34:43+04:00

მაკა კვიციანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ცნობილი ქართული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორია. მაკა რამდენიმე წლის წინ პოპულარულ კულინარიულ შოუში იღებდა მონაწილეობას, მოგვიანებით კი ერთ-ერთი პროექტის ჟიურის წევრიც იყო. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი და ყურადღება უფრო მეტად გაიზარდა. მაკა პირად თუ ოჯახურ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აზიარებს და გამომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს.

  • მაკა კვიციანის ტრენდული ვარცხნილობა, გამორჩეული სტილი, სიყვარულის 20 წელი და ოჯახური პორტრეტი 
  • „სიყვარულის, სიცილის და ოჯახური ცხოვრების 20 წელი...“ - მაკა კვიციანი და შოთა ბერეკაშვილი ქორწინების 20 წლის იუბილეს აღნიშნავენ 

განსაკუთრებულ მოწონებას კი მაკა კვიციანის სტილი და გემოვნება იმსახურებს. ის თითქმის არასდროს ჩნდება სპორტული სამოსით, შესანიშნავად ირგებს კლასიკურ სტილს და ხშირად ხდება სხვა ქალებისთვის შთაგონების წყაროც. 

 მაკას სამი ვაჟი ჰყავს. მისი მეუღლე კი ბიზ­ნეს­მე­ნი შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლია, რომელიც 2017 წლი­დან "მ² უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის" მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი და მშე­ნებ­ლო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

ამჯერად მაკა "ინსტაგრამზე" ახალ ფოტოებს აზიარებს: