მას შემდეგ, რაც ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა, მის მიმართ ინტერესი გაორმაგდა. როგორც აღმოჩნდა, მას არაერთ ცნობილ სახესთან აწყვილებენ და ამ დრომდე არაერთი ჭორიც გავრცელდა, მათ შორის, ლაშას არაერთ ცნობილ სახესთან რომანსაც მიაწერდნენ.
სპორტსმენი ახლა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე საასპარეზოდ ემზადება, რამდენიმე დღის წინ კი მას 24 წელი შეუსრულდა. უამრავ მილოცვასთან ერთად, გამორჩეული იყო ლაშას შეყვარებულის, მარიამ კეკუას სიტყვები: "სიყვარული თავად არის ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არის, შენთან არის ღმერთი“ - ისმის ვიდეოში, რომელიც მარიამმა ლაშას მიუძღვნა.
ვინ არის ლაშა ბექაურის შეყვარებული
მარიამ კეკუა კავკასიის უნივერსისტეტის სტუდენტია. ის სამოდელო სფეროში საქმიანობს. წყვილი დროდადრო აქვეყნებს ერთად გადაღებულ კადრებს, თუმცა ლაშა საჯაროდ პირადი ცხოვრების შესახებ თითქმის არასდროს საუბრობს.
ლაშა ბექაური
ლაშა ბექაური ქართველი ძიუდოისტია. საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობს საქართველოს სახელით. ლაშა არის 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ასევე არის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. პირველი ადგილი დაიკავა 2019 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში და ასევე პირველი ადგილი 2019 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაური ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული 2018 წელსაც გახდა, ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში.
2019 წლის 8 დეკემბერს ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ის პოლიციელებს ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება ლაშა ბექაურის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით.
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე, 2021 წლის 28 ივლისს, -90 კგ წონით კატეგორიაში, ლაშა ბექაური ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ლაშა მონაწილეობას იღებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზეც.