ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ტანმოვარჯიშე - სიმონ ბაილზი - Marao

გოგო წარმოუდგენელი ნიჭით - სიმონ ბეილზის 6 მთავარი მოტივაცია და შთამაგონებელი ისტორია

2024-07-29 17:26:51+04:00

მისი სახელი უკვე მხატვრული ტანვარჯიშის ლეგენდად იქცა - ამერიკელი სიმონ ბაილზი ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ტანმოვარჯიშეა. გასულ წელს,  26 წლის სპორტსმენმა ბელგიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა - გუნდურ და ინდივიდუალურ შეჯიბრებაში. შედეგად, მის მიერ მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული მედლების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. ასეთი შედეგებისთვის არცერთ სხვა ქალ ან კაც ტანმოვარჯიშეს არ მიუღწევია.

პარიზის ოლიმპიური თამაშები წარმოადგენს არა მხოლოდ მორიგ შეჯიბრებას, არამედ შესაძლებლობას ბაილსისთვის, კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი უბადლო მემკვიდრეობა მოედანზე და მის მიღმა.

ადრეული წლები

 სიმონ ბაილზე 1997 წელს აშშ-ში დაიბადა.  არის 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ინდივიდუალური all-around, „ბჯენითი რბენების“ და floor exercise ღონისძიებების გამარჯვებული და balance beam ღონისძიების ვერცხლისმედალოსანი. 

პირველად ტანვარჯიშის მოძრაობების შესრულება 6 წლის ასაკში, საველე მოგზაურობის დროს სცადა. ინსტრუქტორებმა მას ტანვარჯიშში ვარჯიშის გაგრძელება ურჩიეს. მალე ჩაირიცხა ბენონის ტანვარჯიშის სავარჯიშო პროგრამაზე.

კარიერა

ბაილზის კარიერა 2011 წლის 1-ელ ივლისს, ჰიუსტონში ჩატარებული ამერიკული კლასიკური ჩემპიონატით დაიწყო, სადაც მან „ბჯენითი რბენები“ და balance beam ღონისძიებაში პირველი, all-around ღონისძიებაში — მესამე, floor exercise ღონისძიებაში — მეოთხე და uneven bars ღონისძიებაში — მერვე ადგილები დაიკავა.

2012 წელს ბაილზი საჯარო სკოლიდან გამოვიდა, რამაც შესაძლებობა მისცა, ვარჯიშის დრო კვირაში 20 საათიდან 32 საათამდე გაეზარდა. გაზრდილმა ვარჯიშის დრომ 2012 წლის სეზონში ბაილზის წარმატებას შეუწყო ხელი.

  • 90-იანების პრინცის უიღბლო სიყვარული და იდუმალებით მოცული მკვლელობა - დუდუ დადიანი 
  • "...მაგრამ ჩემს კარიერაში სულ ისეთი რაღაცები ხდებოდა, რომ მამაჩემს არც დაესიზმრებოდა" - ნინო სალუქვაძის ამბავი 

2012 წლის ამერიკის კლასიკურ ჩემპიონატზე, ჩიკაგოში მან all-around და „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებებში პირველი ადგილი დაიკავა, floor exercise ღონისძიებაში — მე-2, ხოლო balance beam ღონისძიებაში — მე-6. ივნისში სენტ-ლუისში, მისურიში გამართულ ჩემპიონატზე „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში 1-ელი, all-around ღონისძიებაში — მე-3, ხოლო uneven bars, balance beam და floor exercise ღონისძიებებში — მე-6 ადგილი დაიკავა. ამ გამოსვლის შემდეგ ბაილზი აშშ-ის ტანვარჯიშის უმცროსთა ეროვნულ ნაკრებში აიყვანეს.

6 მთავარი მოტივაცია 

  • მე ვიტყოდი, რომ ყოველთვის უნდა მიჰყვე შენს ოცნებას. იმაზე, რაც ახლა მაქვს და რასაც მივაღწიე, ყოველთვის ვოცნებობდი. თუ საკუთარი თავის გჯერა და მიზანს დაისახავ, აუცილებლად გამოგივა!
  • იშრომე და, ამასთან ერთად, ისიამოვნე. ვფიქრობ, ასე წარმატება უფრო მარტივად მოდის!
  • მე ნამდვილად არ ვფიქრობ სირთულის ხარისხზე ან შეცდომის დაშვების შესაძლებლობაზე. უბრალოდ ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი ჩემი ოცნებებისთვის. 
  • თუ ვინმეს იმედი გავუცრუე, ეს ჩემი ბრალი არ არის. ეს მხოლოდ იმ ადამიანების ბრალია, რომლებიც კარგად არ მიცნობენ. სხვის სურვილებსა და ფიქრებს მე ვერ ვაკონტროლებ. 
  • ყველაფერი ერთი დიდი მთლიანობაა - სანამ ფიზიკურად ვარჯიშს დავიწყებ, მანამდე ჩემი გონება და სხეული მენტალურად უნდა მოვამზადო. შემდეგ ჩავრთო ჩამრთველი და საქმეს შევუდგე. 
  • სპორტსმენების უმეტესობას ბევრი გულშემატკივარი აშინებს, მაგრამ მე ეს მხოლოდ მამშვიდებს, რადგან მე ხომ სწორედ ამისთვის ვშრომობ.