მშობიარობის შემდგომი დეპრესია შეიძლება ქალის ცხოვრებაში ყველაზე სასიხარულო მოვლენას მოჰყვეს, რადგან მას თან ახლავს სტრესი, დაღლილობა და ჰორმონალური ცვლილებები, რაც ემოციურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს.
პოსტსამშობიარო, იგივე პოსტნატალური დეპრესია დედას ჩვილის დაბადების შემდეგ შეიძლება განუვითარდეს. დაავადებით დაახლოებით ყოველი მეშვიდე ქალი იტანჯება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დროული მხარდაჭერის აღმოჩენა, რაზეც მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი კლინიკები და ბრენდები აქტიურად საუბრობენ. მათ შორის არის ბავშვისა და დედის მოვლისთვის საჭირო აქსესუარების მწარმოებელი ამერიკული ბრენდი ლანსინო, რომელიც მაქსიმალური კომფორტისა და უსაფრთხოების შექმნაზეა ორიენტირებული.
როგორც „ლანსინოს“ ცნობიერების ამაღლების კამპანიაშია განმარტებული, მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მკურნალობა, როგორც წესი, მედიკამენტებით ხდება, თუმცა ამ პროცესში აუცილებელია ოჯახის წევრების მხარდაჭერა და დედისთვის სტრესისგან თავისუფალი გარემოს შექმნა, რაც მას მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, არსებობს რამდენიმე რისკ-ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება იმოქმედოს:
დედის დეპრესიულმა მდგომარეობამ შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ჩვილზეც, რადგან ამ დროს ის განიცდის მისთვის უახლოეს ადამიანთან სიახლოვისა და ყურადღების ნაკლებობას, რის გამოც შეიძლება განვითარდეს ქცევითი და სწავლის პრობლემები, ასევე, კვებითი და ძილის დარღვევები, რამაც შესაძლოა, სამომავლოდ დაავადებები განავითაროს. ასევე, იმის გამო, რომ დედა შეიძლება უგულებელყოფდეს ბავშვის მოვლას ან ვერ ამჩნევდეს მის ავადმყოფობას, რასაც რთულ შედეგებამდე მივყავართ.
მშობიარობის შემდგომი დეპრესია ხარისხების მიხედვით იზომება და მისი მკურნალობის პროცესიც სწორედ ამაზეა დამოკიდებული. როგორც წესი, ანტიდეპრესანტები, ფსიქოთერაპია, თვითდახმარების ჯგუფები და ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა სასურველ შედეგს იძლევა.
პირველი და ყველაზე მთავარი რჩევა არის ახლობელ ადამიანებთან ემოციებისა და აზრების გაზიარება. ამ დროს კომუნიკაცია ყველაზე კარგი თერაპიაა. ამიტომ საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით. აუცილებლად გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის და საყვარელი საქმისთვის, ნუ იტყვით უარს თქვენს სოციალურ ცხოვრებაზე და შეინარჩუნეთ ჯანსაღი კვებისა და ძილის რეჟიმი, რაც მენტალურ ჯანმრთელობაზე პირდაპირ ახდენს ზეგავლენას. ბავშვისა და საკუთარი სივრცეები მოაწყვეთ კომფორტულად, გარემო მოირგეთ საკუთარ თავზე და ლაქტაციის პერიოდში ტკივილის შესამსუბუქებლად თუ მისი პრევენციისთვის მიმართეთ უსაფრთხო მოვლის საშუალებებს.
გახსოვდეთ, საკუთარ თავზე ზრუნვა მნიშვნელოვანია როგორც თქვენთვის, ისე ჩვილისთვის.
R