54 წლის მოდელი ოქროსფერ საცურაო კოსტიუმში ბრწყინავს - ნაომის ფოტოები იბიციდან - Marao

54 წლის მოდელი ოქროსფერ საცურაო კოსტიუმში ბრწყინავს - ნაომის ფოტოები იბიციდან

2024-07-30 16:30:52+04:00

"შავი პანტერა" ან უბრალოდ ნაომი - ეს სიტყვები ყველაფერს ამბობს და განმარტების გარეშეც გასაგებია, რომ საუბარი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალზე, სუპერმოდელ ნაომი კემპბელზეა. 

ნაომი კემპბელი 

ნაომი კემპბელი სთრითემში, ლონდონში დაიბადა. დედამისი ვალერი კემპბელი (ქალიშვილობის გვარით მორისი) იამაიკური წარმოშობის ყოფილი ბალერინაა. დედის სურვილის თანახმად, ნაომის თავისი უცნობი მამა არასდროს უნახავს, რომელმაც 18 წლის ვალერი, ორი თვის ნაომით ხელში, სამუდამოდ მიატოვა. ნაომის არა მხოლოდ იამაიკური, არამედ ჩინური წარმოშობაც აქვს, კერძოდ კი, მამამისის დედის ხაზით (მინგის გვარის წარმომადგენლები). საკუთარ გარეგნობაზე ნაომი ამბობს: „ჩემი ნაკვთები სრულიად ეთნიკურია და მე ამით ვამაყობ“.

  • ნაომი კემპბელი 53 წლის ასაკში მეორე შვილის დედა გახდა - "არასდროს არის გვიან, გახდე დედა" 

ბავშვობაში ნაომი ძიძასთან დიდ დროს ატარებდა, როდესაც დედამისი ევროპის გარშემო საცეკვაო ტურნეთი იმყოფებოდა ხოლმე კორდებალეტ „ფანტასტიკასთან“ ერთად. 10 წლისა „იტალიის კონტის საბალეტო აკადემიაში“ ჩაირიცხა. ის დანრეივენის მოწინავე სკოლაში დადიოდა, რომელიც ლონდონში, სთრითემის ლონდონის შიდა საგანმანათლებლო დაწესებულებად იწოდება.

ნაომის პირველი გამოჩენა საზოგადოების წინაშე 1978 წელს მოხდა, როდესაც 7 წლის გოგონა ბობ მარლიმ მუსიკალურ კლიპში Is This Love? გადაიღო. 1982 წელს კი მეორე კლიპი გამოვიდა მისი მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეოშო ნაომი უკვე ცეკვავს. პოდიუმზეა 15 წლიდან.

  • "გთხოვთ რეგულარულად ჩაიტაროთ მამოგრაფია და გადაარჩინოთ თქვენი სიცოცხლე" - ნაომი კემპბელისა და კარლა ბრუნის მიმართვა ქალებს 

ნაომი კემპბელს პირველი ქალიშვილი 50 წლის ასაკში, 2021 წლის მაისში შეეძინა. 2023 წელს კი ვაჟის დედა გახდა. როგორც ცნობილია, ნაომიმ სუროგაციის გზას მიმართა. 

ამჯერად კი ნაომი პაპარაცების ობიექტივში მოექცა. ის ეიზა გონ­სა­ლეს­თან და მი­შელ როდ­რი­გეს­თან ერ­თად იბი­ცა­ზე ის­ვე­ნებს. 54 წლის მოდელი შთამბეჭდავ ფორმაშია და ოქროსფერ საცურაო კოსტიუმში ბრწყინავს.