სკანდალი ცნობილი ინფლუენსერის გარშემო - საზოგადოება "ტრადიციული დიასახლისის" იმიჯმა გააღიზიანა - Marao

სკანდალი "ფერმერი ბალერინას" გარშემო - ეს ამბავი, ერთი შეხედვით, ქართველი მსახიობის, ხათუნა კოტრიკაძის ისტორიასაც მოგაგონებთ

2024-07-30 16:56:41+04:00

ცნობილი ინფლუენსერი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ინტერვიუს შემდეგ მოექცა - ჰანა ნილემანი, ასევე ცნობილია სოციალური მედიის მომხმარებლის სახელით Ballerina Farm, 34 წლის ინფლუენსერია. მას სოციალურ ქსელში 18 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ქალი მეუღლესთან და 8 შვილთან ერთად იუტაში ცხოვრობს და თავისი ყოველდღიურობის შესახებ ვიდეოებს გამომწერებს უზიარებს. 

ვიდეოებში ნილმანი უმეტესად წინსაფრით ჩანს, საჭმელს აკეთებს, უვლის ცხოველებს და "ტრადიციული დიასახლისის" როლს ირგებს - საზოგადოების ყურადღება კი სწორედ ამ ფაქტმა მიიქცია. 

  • ბარბარე თურქესტანიშვილის უცნაური ამბავი - როგორ გააჩინა საიდუმლოდ შვილი იმპერატორისგან  და რატომ დაასრულა მან სიცოცხლე თვითმკვლელობით 
  • გოგო წარმოუდგენელი ნიჭით - სიმონ ბეილზის 6 მთავარი მოტივაცია და შთამაგონებელი ისტორია 

ცოტა ხნის წინ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბალერინობას აპირებდა, ოჯახის შექმნის შემდეგ კი ამაზე ოცნებას შეეშვა:

"ცეკვას პრესტიჟულ საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში ვსწავლობდი. კარგი ბალერინა ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ შვილების გაჩენის შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვლებოდა", - თქვა მან. 

ვინ არის მისი ქმარი, დენიელ ნილემანი?

35 წლის დანიელი ასევე გაიზარდა კონექტიკუტის მორმონთა ოჯახში. ის არის რამდენიმე კომერციული ავიაკომპანიის, მათ შორის, JetBlue-ის დამფუძნებლის, მილიარდერ დევიდ ნილემანის ვაჟი. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის დახმარებით გაიცნო და შეხვედრიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ დაქორწინდა.

რატომ არის აჟიოტაჟი ჰანას გარშემო

მას შემდეგ , რაც Times-ის სტატია გამოქვეყნდა, ინტერნეტში ბევრმა ადამიანმა გააზიარა თავისი შოკისმომგვრელი რეაქციები ნილმანის ტრადიციული ცხოვრების წესის გარკვეულ ასპექტებზე. მაგალითად, საზოგადოების ნაწილს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ჰანას 8 შვილის აღზრდაში არავინ ეხმარება. 

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ჰანას მეუღლე მშობიარობის დროს გაუტკივარების გაკეთების ნებას არ აძლევდა. ქალმა 7 შვილი სახლში გააჩინა. საავადმყოფოში მხოლოდ მე-8 დაიბადა, რადგან მშობიარობის დროს ჰანას მეუღლე შეხვედრაზე იმყოფებოდა. 

რაც შეეხება ცეკვისადმი მის გატაცებას, ნილემანს თავდაპირველად გეგმავდა მათი ფერმაში არსებული პატარა ბეღლის გადაკეთებას საბალეტო სტუდიად, თუმცა სივრცე მისი შვილებისთვის სასკოლო ოთახად გადაკეთდა.