მომხიბვლელი, ღიმილიანი ტელეწამყვანი ეკო ფანგანი საუკეთესო ფორმაშია და ყოველთვის დადებით ენერგიას ასხივებს. როგორ ახერხებს ფორმის და კარგი განწყობის შენარჩუნებას, ამის შესახებ თავად გვიამბობს.
- დავიწყოთ პრობლემით, რომელიც საქართველოში ყოველ მეორე ქალს აწუხებს: როგორ ახერხებთ ზედმეტ წონასთან ბრძოლას და იდეალური ფორმის შენარჩუნებას?
- სულ ვამბობ, რომ გამიმართლა, რადგან ეს პრობლემა არ მაწუხებს, არც არასდროს მაწუხებდა. ალბათ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ზედმეტი წონისკენ მიდრეკილება არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ეს ჩემი გენეტიკის დამსახურებაა - ჩემს მშობლებსაც მსგავსი აღნაგობა აქვთ და ეს პრობლემა მათაც არასდროს ჰქონიათ. ძალიან გამიმართლა და მადლობა მათ.
- ჩემს თავს არანაირ შეზღუდვას არ ვუწესებ, შემიძლია, შუაღამისას მომშივდეს და გემრიელად მივირთვა. მაგალითად: ამ რამდენიმე დღის წინ ღამით მომშივდა, ავდექი და კარაქიანი პური ვჭამე. არ მომწონს, მკაცრ დიეტებს რომ იცავენ და მიმაჩნია, რომ ჯანსაღი კვება ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო და კარგია. ვფიქრობ, ადამიანმა დოზირებულად ყველაფერი უნდა მიიღოს, არარაფინირებული საკვების გარდა, მათ შორის - პურიც. სასურველია, თუ ჩვენს რაციონში ბუნებრივი პროდუქტები დიდი რაოდენობით იქნება.
- ტკბილეული, ნამცხვრები და ტორტები - ეს არის სწორედ არარაფინირებული საკვები, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო სულაც არ არის. ტკბილეული ყველაზე ცუდია, გაცილებით ცუდი, ვიდრე - ცომეული, ამიტომ ჩემს თავს ხშირად ვუმეორებ, რომ სასარგებლო გლუკოზა მხოლოდ ხილშია. წონის კლების პროცესი სხვაა, მაგრამ უკვე დაკლებული წონის შენარჩუნება გაცილებით რთული საქმეა. მიუხედავად ამისა, ადამიანმა კვირაში ერთხელ შეიძლება ტკბილეული ან ის საკვები მიიღოს, რომელიც ძალიან უყვარს. რატომ? - როდესაც რაღაც ძალიან გინდა და ვერ ჭამ, ეს ერთგვარი სტრესია. დამიჯერეთ, საკვების გამო სტრესში ყოფნა ნამდვილად არ ღირს.
- უარი ვთქვი ყველანაირ ხორცზე, რომელიც ძალიან მიყვარდა. გამიჭირდა, მაგრამ რაღაცნაირად, გადავეჩვიე. ამის მიზეზი ცხოველების სიყვარულია, რეგალიაც კი მაქვს - "ცხოველთა მცველი" და ამით ძალიან ვამაყობ. ოღონ არ იფიქროთ, რომ ვეგეტარიანელი ვარ - არა. ვეგანები მიიჩნევენ, რომ ხორცი ადამიანის სხეულთან შეუსაბამოა და ჩვენს ჯანმრთელობას არ უხდება, მე კი ცხოველების სიყვარულის გამო ვთქვი ხორცზე უარი და ამისათვის დიდი ძალისხმევა დამჭირდა.
- ვარჯიში ძალიან მომწონს, მაგრამ ბოლო წლებია, რაც დავიწყე, უფრო ზუსტად, კოვიდის დაწყებამდე გამიჩნდა სურვილი, რომ სისტემატურად მევარჯიშა. ახლა, როგორც კი შევძლებ, დღეში ერთ საათს მაინც ვვარჯიშობ. შესაძლოა, ყოველდღე ვერ მოვახერხო, მაგრამ კვირაში 3-4 დღე მაინც მაქვს სავარჯიშოდ გამოყოფილი.
- აკნე არასდროს მქონია, მაგრამ მაინც არ ვფიქრობ, რომ სახის კანი იდეალურ მდგომარეობაში მაქვს. ამის მიზეზი ხშირი გარუჯვაა. რუჯის მიუხედავად, სახეს ჩვეულებრივად ვუვლი...გაგრძელება