ლუკა ნაჭყებია და ანუკა ჯირბენაძე მშობლები გახდნენ - რა დაარქვეს პატარა გოგონას - Marao

ლუკა ნაჭყებია და ანუკა ჯირბენაძე მშობლები გახდნენ - რა დაარქვეს პატარა გოგონას

2024-08-01 16:21:49+04:00

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შოუს, "მასტერშეფის", ჟიურის წევრი ლუკა ნაჭყებია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო და მალევე შეიყვარა. ტელეეკრანზე ის განსაკუთრებული იუმორის გრძნობითა და უშუალობით გამოირჩევა, სამზარეულოში კი - პროფესიონალიზმითა და ინოვაციურობით.

ლუკა ნაჭყებია და ანუკა ჯორბენაძე 

სულ ცოტა ხნის წინ ლუკა ნაჭყებიამ სოციალურ ქსელში მეგობრებსა და გამომწერებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა და დაწერა, რომ დაინიშნა. მისსა და მისი რჩეულის, ანუკა ჯორბენაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. 

  • "როგორ მიხარია" - ლუკა ნაჭყებიას მეუღლე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს 

წყვილმა ოფიციალურადაც იქორწინა, რის შესახებაც პროდიუსერმა თეონა ჯორბენაძემ დაწერა და წყვილის ფოტოები გამოაქვეყნა: "ნამდვილი სიყვარული ჩვენს ოჯახშიც მოფრენილა და ანუკა და ნუციკო სატრფოებთან გაფრენილან. ასე ერთმანეთის მიყოლებით, ერთ ზაფხულს, ორი ძალიან მაგარი ბიჭი, ლუკა და გიორგი, აწ უკვე ჩვენს ძვირფას სიძეებად იწოდებიან. ახალი და ბედნიერი თავგადასავალი იწყება" - დაწერა მან.

  • "ახალი და ბედნიერი თავგადასავალი იწყება" - კადრები ლუკა ნაჭყებიასა და ანუკა ჯორბენაძის ქორწილიდან 

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლუკა ნაჭყებიასა და ანუკა ჯორბენაძეს პირველი შვილი შეეძინათ. პატარას ანიტა დაარქვეს. 

„ანიტა ნაჭყებია. მაგარი რამე ყოფილა ბავშვი. 100%-ით რეკომენდებულია“, - დაწრა ლუკამ.