ეკა კახიანის შვილი, მოდელი ანასტასია თოფურიძე, ქართველი საზოგადოებისთვის ბავშვობიდან ცნობილია. გოგონა სამოდელო სფეროში წლები აქტიურად ჩანდა, თუმცა შვილების გაჩენის შემდეგ ამ საქმიანობას ჩამოშორდა. ანასტასიას დახვეწილი, კლასიკური სტილი აქვს. თოფურიძე უმეტესად შავი ფერის სამოსსა და დაბალქუსლიან ფეხსაცმელებს ირგებს. უმშვენიერესი მოდელი ორი შვილის დედაა და კვლავ საოცრად გამოიყურება. ანასტასია, ვიზუალიდან გამომდინარე, ყველანაირ სამოსს უპრობლემოდ იხდენს.
ანასტასია თოფურიძე დაოჯახებულია. მისი ქმარი ირაკლი გაბაშვილია, რომელზეც ცნობილი ოჯახის ქალიშვილმა 2012 წელს იქორწინა და მათ ბედნიერი ოჯახი აქვთ. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს.
ეკა კახიანი
ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.
„პირველი ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება მე მივიღე, ნინის მამამ, ერეკლე ბადურაშვილმა, შერიგება ბევრჯერ მთხოვა მაგრამ მე არ მინდოდა და ყველაფერი დავასრულეთ. ჩემს ქმართან დაშორება არასდროს მინანია, იმიტომ რომ ცუდად ვიყავი, არ მქონდა ურთიერთობაში რომანტიზმი და ბედნიერების მომენტები. მე თვითონ არ ვარ რომანტიკული ადამიანი, ძალიან მიჭირს ემოციების გამოხატვა, არასდროს შევცვლილვარ ამ მიმართულებით, ალბათ იმიტომ, რომ ისეთი ადამიანი არ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში, ვინც ღირდა ამ ყველაფრად. დაშორებიდან მალევე ქეთოს და ანასტასიას მამა, ნიკო თოფურიძე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და მოხდა ისე, რომ შევქმენით ოჯახი და დღემდე ვცხოვრობთ ერთად.“