ეგვიპტელმა მოფარიკავემ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შვიდი თვის ორსულმა იასპარეზა - Marao

ეგვიპტელმა მოფარიკავემ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შვიდი თვის ორსულმა იასპარეზა

2024-08-01 17:45:21+04:00

პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ეგ­ვიპ­ტელ­მა მო­ფა­რი­კა­ვემ, ნადა ჰა­ფეს­მა, რო­მე­ლიც შვი­დი თვის ორ­სუ­ლია, აშშ-ის ნაკ­რე­ბის მო­ფა­რი­კა­ვის, ელი­ზა­ბეტ ტარ­ტა­კოვ­სკის და­მარ­ცხე­ბა მო­ა­ხერ­ხა. ორ­სუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჰა­ფეს­მა ტარ­ტა­კოვ­სკი ან­გა­რი­შით 15-13 და­ა­მარ­ცხა.

სწო­რედ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა "ინ­სტაგ­რამ­ზე" პოს­ტი სპორ­ტსმენ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ 7 თვის ორ­სუ­ლია.

"პოდიუმზე თქვენ ორი მოთამაშე გეჩვენებოდათ, სინამდვილეში კი სამნი ვიყავით! მე, ჩემი კონკურენტი და ჩემი ჯერ არდაბადებული პატარა! მე და ჩემს პატარას გვქონდა როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური გამოწვევები. ორსულობა თავისთავად რთული ატრაქციონია, თუმცა სპორტსა და სიცოცხლეს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად ბრძოლა არ იყო დაძაბული, არამედ ამად ღირდა. ამ პოსტს ვწერ იმის გამოსახატად, რომ მერვედფინალში გამარჯვება ჩემს არსებას სიამაყით ავსებს!" - წერს ჰაფესი სოციალურ ქსელში.   

  • "ღმერთს შევპირდი, რომ თუ ლაშა მოიგებდა, შვილს მის სახელს დავარქმევდი…" - მილოცვები და სიამაყით გაერთიანებული საქართველო ლაშა ბექაურის გარშემო 
  • პირველი შეხვედრა შეყვარებულთან და ამაყი მშობლების ემოციები - ლაშა ბექაურის გზა ჩემპიონობამდე 

ნადა ჰაფეზი

ნადა ჰა­ფე­ზი ეგ­ვიპ­ტე­ლი მო­ფა­რი­კა­ვეა. 2014 წელს იგი გახ­და ეგ­ვიპ­ტის ეროვ­ნუ­ლი სე­ნი­ორ ფა­რი­კა­ო­ბის სა­ბერ ქალ­თა ნაკ­რე­ბის წევ­რი. ჰა­ფეზ­მა აფ­რი­კის ზო­ნა­ლურ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ერთი ვერ­ცხლი (2018) და ორი ბრინ­ჯაო (2019, 2014) მო­ი­გო. გარ­და ამი­სა, იგი არის ეგ­ვიპ­ტის ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნი ტან­ვარ­ჯიშ­ში. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს კა­ი­როს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც 2022 წელს მე­დი­ცი­ნის ხა­რის­ხი მი­ი­ღო.

2024 წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მან ამე­რი­კე­ლი ელი­ზა­ბეტ ტარ­ტა­კოვ­სკი და­ა­მარ­ცხა, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სამ­ხრეთკო­რე­ელ ჯეონ ჰა-იან­გთან და­მარ­ცხდა.