ქეთა თოფურია მესამე შვილის დედა გახდა. როგორც ის წერს, ახალშობილს, რომელიც 31 ივლისს დაიბადა, ნიკოლი დაარქვეს.
ქეთა თოფურია
ქეთა თოფურია რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ჯგუფ „ა-სტუდიოს“ ვოკალისტია. მისი მამა, ამჟამად გარდაცვლილი, ანდრო თოფურია იყო კანონიერი ქურდი, ხოლო დედა – ნატალია თოფურია — ინჟინერ–ქიმიკოსი. ქეთას მუსიკასთან ბავშვობიდანვე ჰქონდა ურთიერთობა. 1998 წელს დაამთავრა გოგი სუდრაძის სახელობის თბილისის მუსიკალური სკოლა, ხოლო 2003 წელს — მუსიკალური სასწავლებელი ვოკალის მასწავლებლის სპეციალობით. 2003 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ შეწყვიტა სწავლა მას შემდეგ, რაც მიიღო მოწვევა ჯგუფ ა-სტუდიოსაგან იმის თაობაზე, რომ შეეცვალა ჯგუფის იმჟამინდელი ვოკალისტი პოლინა გრიფიტსი. მოწვევაზე დათანხმების შემდეგ ის საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 2005 წელს ის წარადგინეს ა-სტუდიოს ახალ ვოკალისტად, რითაც ამჟამადაცაა დაკავებული.
ქეთა თოფურია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოში არ ცხოვრობს, ქართველი აუდიტორიისთვის მაინც საინტერესო პერსონაა. მისი ცხოვრება, კარიერა თუ სხვა დეტალები ყოველთვის იმსახურებს დიდ გამოხმაურებას.
ქეთა პირველად ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ქალიშვილი, ოლივია შეეძინა. მეორედ კი ასევე ბიზნესმენ ლევ ძენგოვზე იქორწინა. მათ ვაჟი, ადამი შეეძინათ. ახლა კი ნიკოლის მშობლები გახდნენ.