1-7 აგვისტოს ძუძუთი კვების საერთაშორისო კვირეული აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება ღონისძიებები ლაქტაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დედებისთვის ამ პროცესის გამარტივებისთვის.
ძუძუთი კვების კვირეულს PSP საქართველოშიც აღნიშნავს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დედებისთვის სწორი, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებასა და უმაღლესი ხარისხის მოვლის საშუალებების ხელმისაწვდომობის არსებობას. აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად, სააფთიაქო ქსელში რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა ავტორიტეტული ამერიკული ბრენდი ლანსინო, რომელიც უმაღლესი ხარისხის დედისა და ბავშვის მოვლის პროდუქციას აწარმოებს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლაქტაციის პოპულარიზაციაზე ზრუნავს.
PSP-სა და ლანსინოს“ კამპანიის ფარგლებში, ჩაჩავას კლინიკის ლაქტაციის მრჩეველი თამთა მაისურაძე გვიზიარებს 11 ყველაზე გავრცელებულ მითს, რომლებიც ხელს უშლის ძუძუთი კვების სრულფასოვნად წარმართვას და რომელთა შესახებაც ყველა დედამ უნდა იცოდეს:
რეალურად, დედის ან პედიატრის გადაწყვეტილებით შეიძლება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო გახდეს ხელოვნური რძის გამოყენება ძუძუთი კვების პარალელურად. აღნიშნული საკითხი, როგორც წესი, სპეციალისტის ჩართულობით უნდა გადაწყდეს.
ლაქტაციის მრჩევლის რეკომენდაციით, ლაქტაციის გასაგრძელებლად საჭიროა, რაც შეიძლება ხშირად შევთავაზოთ ბავშვს ძუძუ.
ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია, რომელიც ყველას მოგვისმენია.
როგორც სპეციალისტი გვიხსნის, რეალურად, თითქმის ყველა დედას აქვს საჭირო რაოდენობის რძე ჩვილისთვის:
„დედამიწაზე ქალების მხოლოდ 1%-ს არ შეუძლია რძის გამომუშავება, ხოლო დანარჩენ 99-%-ს რძე აქვს. თუმცა, თუ დედას არ აქვს სურვილი, ძუძუთი კვებოს შვილი, არის ძლიერი ემოციური სტრესის ქვეშ ან აქვს მძიმე ჰორმონალური დარღვევა, მან შეიძლება მართლაც ვერ გამოიმუშაოს საკმარისი რძე, რადგან ძუძუთი კვების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ქალის ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა სტაბილური იყოს. თუ დედას საერთოდ არა აქვს სურვილი, ძუძუთი კვებოს პატარა, მან ეს ძალდატანებით არ უნდა გააკეთოს. ლაქტაციის დროს დედის ემოციურ მდგომარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ის პირდაპირ აისახება ბავშვზე“, - განმარტა თამთა მაისურაძემ.
არსებობს მითი, რომ გრიპის, გაციების ან სხვა ვირუსული ინფექციის დროს არ შეიძლება ლაქტაცია. სინამდვილეში, დედებს ჩვეულებრივ შეუძლიათ გააგრძელონ ძუძუს მიცემა, როცა ავად არიან.
„ხშირ შემთხვევაში, ანტისხეულები, რომლებსაც დედის ორგანიზმი გამოიმუშავებს დაავადების სამკურნალოდ, გადაეცემა ბავშვს და აყალიბებს მის იმუნურ დაცვას“, - განგვიმარტა ლაქტაციის მრჩეველმა.
თამთა მაისურაძის თქმით, კვლევებით არის დადასტურებული, რომ დედის რძე ყოველთვის სასარგებლოა. უბრალოდ, რაღაც ეტაპზე მასში შემავალი ვიტამინები ბავშვისათვის საკმარისი აღარ არის.
„მაგალითად, 6 თვის შემდეგ ბავშვებს სჭირდებათ იმაზე მეტი რკინა, ვიდრე დედის რძეშია. სწორედ ამიტომ, 6 თვიდან მეძუძური ბავშვები იწყებენ დამატებით კვებას რკინის შემცველი პროდუქტით – ბოსტნეულით. 1 წლიდან პატარებს სჭირდებათ კიდევ უფრო მეტი ვიტამინი და ისინი გადადიან უფრო მრავალფეროვან კვებაზე. დედის რძით ბავშვის კვება აუცილებელია 1 წლამდე, ხოლო რეკომენდებული - 2 წლამდე და ზემოთაც“, - აღნიშნა მან.
მითი 5 - როდესაც ბავშვი ტირის, მას ყოველთვის შია
ბავშვები, განსაკუთრებით, ახალშობილ ასაკში ბევრი მიზეზით ტირიან. ყველაზე ხშირად ახალშობილის ტირილის მიზეზი დედასთან უფრო ახლოს ყოფნის სურვილია.
„ხელში ხშირად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სიცოცხლის პირველი სამი თვე, მისი ნორმალური ემოციური განვითარებისათვის. ასევე, ბავშვები ტირიან ზედმეტი სიცხის, ზედმეტი სიცივის, ზედმეტი სინათლის, გადავსებული საფენის, მოუხერხებელი ან მჭიდროდ მოჭერილი ტანსაცმლის, გადაღლილობის, აირების, კოლიკის და არა აუცილებლად შიმშილის გამო“, - აგვიხსნა თამთა მაისურაძემ.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანია, ძუძუთი კვებისას დედა კომფორტულად გრძნობდეს თავს და არ ჰქონდეს ის ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც პროცესს გაართულებს და მტკივნეულს გახდის.
დამატებით გავრცელებული მითების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთავაზობთ ლაქტაციის მრჩევლის, თამთა მაისურაძის ვიდეოს:
R