იტალიელმა მოკრივე ქალმა ანჯელა კარინიმ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი ორთაბრძოლა ალჟირელ იმანე ხელიფთან 46 წამში წააგო, რადგან ძლიერ დარტყმებს ვეღარ უძლებდა. ხელიფის მონაწილეობა თამაშებში გააკრიტიკეს, რადგან მან დისკვალიფიკაცია მიიღო მსოფლიო ჩემპიონატიდან მას შემდეგ, რაც "მისი ტესტოსტერონის მაღალი დონე ვერ აკმაყოფილებდა დასაშვების კრიტერიუმებს".
რა მოხდა სინამდვილეში
არაერთი მედიის, მათ შორის, La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიელმა მეტოქის დარტყმას ვერ გაუძლო, რადგან ის "ბიოლოგიურად კაცია".
ხელიფის სვაიერის სინდრომი აქვს. ამ სინდრომის მქონეები ბიოლოგიურად ქალები არიან, მაგრამ XY ქრომოსომა და კაცის ჰორმონები აქვთ - ამის შესახებ marca.com წერს.
2023 წელს ხეიფთანი მსოფლიო თასიდან მოკვეთეს. ამის მიზეზი ტესტოსტერონების მაღალი დონე იყო. მისი მოკვეთა პარიზის ოლიმპიადაზეც განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დაუშვეს.
„მე გამოვედი რინგზე მოკრივის ვალის მოსახდელად. ვცდილობდი, მებრძოლა, მიუხედავად ყველაფრისა. მე გამარჯვება მინდოდა. როცა ცხვირში მეორედ მომხვდა, უკვე ვეღარ ვსუნთქავდი. მივედი ჩემს მწვრთნელთან და ვუთხარი: „საკმარისია“, - ციტირებს გამოცემა La Gazzetta dello Sport იტალიელი მოკრივის სიტყვებს. როცა მსაჯი საბოლოო შედეგის გამოცხადებას აპირებდა, იმ მომენტში კარინიმ თავის გუნდს დაუძახა:„ეს არ არის სამართლიანი! ეს უსამართლობაა!“
„ჰარი პოტერის“ ავტორი ჯ. კ. როულინგი ამ ფაქტს გამოეხმაურა და კომენტარი გააკეთა:
„ახალგაზრდა ქალ მოკრივეს ახლახან ყველაფერი წაართვეს, რაზეც ის მუშაობდა, ვარჯიშობდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ის რინგზე მამაკაცის წინააღმდეგ გაუშვეს. ეს სამარცხვინო ფაქტია და პარიზის ოლიმპიადის სახელი ამის გამო სამუდამოდ შელახული იქნება. ეს სასტიკი უსამართლობა იყო“.
გუშინ იტალიის მთავრობის ვიცე-პრეზიდენტმა, სალვივიმ IOC-ს საბრძოლო სპორტიდან ტრანსვესტიტების ამოღება სთხოვა, რადგან სპორტსმენების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
იტალიის მთავრობის თავმჯდომარეც მიიჩნევს, რომ ალჟირელ სპორტსმენს მამაკაცის გენეტიკური მახასიათებლები აქვს.
„ვფიქრობ, რომ სპორტსმენები, რომლებსაც აქვთ მამაკაცის გენეტიკური მახასიათებლები, არ უნდა დაუშვან ქალთა შეჯიბრებებზე. არა იმიტომ, რომ გვსურს ვინმეს დისკრიმინაცია, არამედ იმისთვის, რომ დავიცვათ ქალი სპორტსმენების უფლება, შეძლონ ასპარეზობა თანაბარ პირობებში“, - დასძინა მან.
ოლიმპიური კომიტეტის სპიკერმა მარკ ადამსმა კი აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ოლიმპიადაში მონაწილეობას ქალთა კატეგორიაში იღებს, ოლიმპიადისთვის განსაზღვრულ წესებს აკმაყოფილებს. ისინი საბუთებით ქალები არიან.