"თავისი შვილების სამყაროთი ცხოვრობს... სახლში მარტოა, მხოლოდ ერთი და ჰყავს" - რას ჰყვება ახლობელი გია დუდაშვილზე, რომელსაც შოვის ტრაგედიისას ცოლ-შვილი დაეღუპა - Marao

"თავისი შვილების სამყაროთი ცხოვრობს... სახლში მარტოა, მხოლოდ ერთი და ჰყავს" - რას ჰყვება ახლობელი გია დუდაშვილზე, რომელსაც შოვის ტრაგედიისას ცოლ-შვილი დაეღუპა

2024-08-03 14:16:55+04:00

2023 წლის ზა­ფხულ­ში მომ­ხდარ­მა შო­ვის ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. მდი­ნა­რე ბუ­ბის­წყლის ხე­ო­ბა­ში წარ­მოქ­მნილ­მა ღვარ­ცოფ­მა 35 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. მათ შო­რის, ორი მაშ­ვე­ლიც იყო - მათ გა­უ­ჭირ­დათ ამ უმ­ძი­მე­სი ემო­ცი­ე­ბის გა­და­ტა­ნა და ორი­ვე მათ­განს ინ­ფარ­ქტი გა­ნუ­ვი­თარ­და.

გია დუ­დაშ­ვი­ლი, თო­ჯი­ნით ხელ­ში, ტა­ლა­ხის მა­სა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის ძებ­ნი­სას - ამ ტრა­გე­დი­ის სიმ­ბო­ლოდ იქცა. მე­უღ­ლი­სა და სამი შვი­ლის ერ­თად დამ­კარ­გავ­მა მა­მამ 2 წლის შვი­ლის, ანას­ტა­სი­ას თო­ჯი­ნა იპო­ვა და თან და­ა­ტა­რებ­და. გია დუ­დაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ნატო ჭე­ლი­ძე და უფ­რო­სი შვი­ლი, 7 წლის ლუკა ტრა­გე­დი­ი­დან მხო­ლოდ მე­ო­თხე დღეს იპო­ვეს, შემ­დეგ 4 წლის ან­დრია… სულ ბო­ლოს კი თო­ჯი­ნას პატ­რო­ნი, 2 წლის ანას­ტა­სია, რო­მე­ლიც მა­მამ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე 24 აგ­ვის­ტოს ამო­იც­ნო.

  • "რა­ტომ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი მის თავს, ეს აუხ­სნე­ლია... მარ­ტოა, მშობ­ლე­ბიც კი ადრე და­ე­ხო­ცა, მხო­ლოდ ერთი და ჰყავს და ისიც ემიგ­რან­ტია" - რას ჰყვება ახლობელი გია დუდაშვილზე, რომელსაც შოვის ტრაგედიისას ცოლ-შვილი დაეღუპა 
  • "მე და მაშო"- შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ფოტოს აქვეყნებს 

ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ალ­ბათ, არა­ვინ მო­ი­ძებ­ნე­ბა, ვი­საც ამ დროს სამი შვი­ლის დამ­კარ­გა­ვი მა­მის­თვის ნუ­გე­შის მი­ცე­მა და გვერ­დით დგო­მა არ სურ­და. მაგ­რამ ეს სამ­წუ­ხა­როდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ მო­ი­ძებ­ნე­ბა არ­ცერ­თი სი­ტყვა, რო­მე­ლიც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფს ანუ­გე­შებს. არც თა­ვად უძებ­ნია. ამ მოკ­რძა­ლე­ბულ ადა­მი­ანს არა­ვის­თვის მი­უ­მარ­თავს, თა­ვი­სი ტრა­გე­დია ერთი სი­ტყვი­თაც არა­ვის­თვის მო­უხ­ვე­ვია. ვიდ­რე შვი­ლე­ბი ცო­ცხლე­ბი ეგო­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სთხოვ­და, რომ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ვერ­ტმფრე­ნი დრო­უ­ლად გა­ეგ­ზავ­ნათ.

 ერ­თა­დერ­თი, რი­თაც ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, მთე­ლი ამ დრო­ის მან­ძილ­ზე გა­მოჩ­ნდა, თა­ვი­სი ანას­ტა­სი­ა­სათ­ვის და­ბა­დე­ბის დღის მი­ლოც­ვა იყო:

"ანას­ტა­სი­ას და­ბა­დე­ბის დღეა. სამი წლის გახ­დი. გი­ლო­ცავ ანას­ტა­სია", - წერ­და გია დუ­დაშ­ვი­ლი. მი­ლოც­ვი­სას მა­მი­კომ თა­ვის გო­გო­ნას გუ­ლე­ბი­ა­ნი მიკი მა­უ­სის ვარ­დის­ფე­რი ტორ­ტიც "აჩუ­ქა".

 შოვის ტრაგედია - გია დუდაშვილი  

ჩვენ კი გია დუ­დაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი გვე­სა­უბ­რა. მან არ ისურ­ვა ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა, ჩვე­ნი სა­უბ­რით შვი­ლე­ბის დამ­კარ­გავ მა­მას ტკი­ვი­ლი არ გან­ვუ­ახ­ლოო...გაგრძელება