"მოდის, მოდის აბეზარა" "ჩემო ფისუნია", "თბილისიც ხომ სიმღერაა" " შემოდგომის ნისლია" და სხვა... - ეს სიმღერები ყველასთვის ნაცნობია, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ფილმებში მათ საოპერო მომღერალი გაიანე დილიძე ასრულებს.
ბიოგრაფია
იანე დოლიძე სწავლობდა თბილისის I მუსიკალურ სასწავლებელში, შემდეგ ერთი წელი ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე; მუშაობდა საკავშირო ფილარმონიასა და ექსპერიმენტულ (კამერულ) თეატრში; 1957-1966წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (სოპრანო);
1967 წელს შემოქმედებითი მივლინებით იყო მოსკოვის დიდ თეატრში; 1970-1981წწ. ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტი; ქართული რეპერტუარი: წითელქუდა(ვ. გოკიელი "წითელქუდა"), თინა (ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"), მარეხი, მარო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ცირა(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), ქეთო(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), მწყემსი(ა. ბუკია "არსენა"), ა. შავერზაშვილი ორატორია "ჩემი სამშობლოს სიმღერები"; სხვა რეპერტუარი: ვიოლეტა, ჯილდა (ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო"), როზინა (როსინი "სევილიელი დალაქი"), მიმი (პუჩინი "ბოჰემა"); კამერული რეპერტუარი: ქართველ და რუს კომპოზიტორთა რომანსები, ასევე დე ფალიას, დებიუსის, მ. რაველის ნაწარმოებები; გახმოვანებული აქვს, მხატვრული ფილმები: "აბეზარა", "ჩრდილი გზაზე", "ეთერის სიმღერა", "მე შევხვდი ქალიშვილს" (აზერბაიჯანული კინო-ფილმი);