კერი ბრედშოუმ, ნიუ-იორკის ყველაზე მოდურმა ქალმა წლების განმავლობაში არაერთი ტრენდული ვარცხნილობა მოირგო და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე.
მისი საკულტო ხვეული თმის მიღება შეგიძლიათ ტალღოვანი თმის სახვევის, ე.წ. სტაილერის საშუალებით, უმჯობესია, თუ გამოიყენებთ 9-12 მმ დიამეტრის სახვევს. მაგრამ სანამ დახვევას დაიწყებთ, დაიტანეთ თერმოდამცავი საშუალება თქვენს თმაზე, რათა დაიცვათ ის დაზიანებისგან.
ეს მეთოდი შესაფერისია მათთვის, ვისაც ბუნებრივად აქვს ოდნავ ხვეული თმა. დაიბანეთ თმა და წაისვით სილიკონის შემცველი კონდიციონერი, შემდეგ კი თმაში ხელებით შეიზილეთ. დაამატეთ მეტი პროდუქტი და გააგრძელეთ შეკუმშვა მანამ, სანამ არ დაინახავთ კულულების ფორმირებას. შემდეგ ჩამოიბანეთ პროდუქტი და შემოიხვიეთ პირსახოცი თავზე. დაელოდეთ 10-15 წუთს.
თუ არ გსურთ ფენის ან ტალღოვანი უთოს გამოყენება, მოემზადეთ მეტი დროის გასატარებლად. ამ მეთოდს მთელი ღამე დასჭირდება. კულულებისთვის დაგჭირდებათ სპეციალური თავსაბურავი. კერი ბრედშოუს სტილისთვის გირჩევთ შეიძინოთ ყველაზე პატარა ზომის მოდელი, რათა კულულები არც ისე დიდი იყოს. წაისვით მუსი ან სპრეი სველ თმაზე, თავსაბურავი თავზე დაამაგრეთ თმის სამაგრით.