ქართველი ძიუდოისტი უცხოური ჟურნალის გარეკანზე - გაიცანით, ნიკოლოზ შერაზადიშვილი - Marao

ქართველი ძიუდოისტი უცხოური ჟურნალის გარეკანზე - გაიცანით, ნიკოლოზ შერაზადიშვილი

2024-08-05 10:11:04+04:00

ქართველი ძიუდოსიტი, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს, ნიკო შერაზადიშვილი გახლავთ.

პარიზის ოლიმპიადამდე მისით ცნობილი ჟურნალის, Men’s Health ესპანური გამოცემა დაინტერესდა და მისი ფოტო გარეკანზე განათავსა.

  • ვინ არის ილია სულამანიძის რჩეული: " სამუდამოდ ახდენილი ოცნება ხარ ჩემს ცხოვრებაში" - უმშვენიერესი შეყვარებული, ოჯახი და ბავშვობა 
  • ახლა ყველა მატილდაზე საუბრობს - ქართველი მოდელი ფრანგული Harper's Bazaar-ის 2024 წლის აგვისტოს ნომერში 

ნიკოლოზ შერაზადიშვილი

ქართული წარმოშობის ესპანელი ძიუდოისტია. ამჟამად ასპარეზობს 90კგ წონით კატეგორიაში. 2018 წელს მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. ამავე წელს მოიგო ხმელთაშუა ზღვის თამაშები. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. "ქართველი ბიჭი, რომელიც ესპანეთის გმირი გახდა" - ასე ასათაურებდნენ მაშინ ნიკოზე დაწერილ სტატიებს. ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ­ ბრუ­ნე­ტეში კი "ტა­ტა­მის მე­ფი­სა" და "ძი­უ­დოს ან­გე­ლო­ზის" პა­ტივ­სა­ცე­მად გა­იხ­სნა ქუჩა, რო­მელ­საც "Niko Shera" ეწო­დე­ბა. 

"ამას ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ეს­პა­ნეთ­ში ჩემი სა­ხე­ლო­ბის ქუჩა იქ­ნე­ბო­და. როცა აქ ჩა­მო­ვე­დით, არც ეს­პა­ნურს ვფლობ­დი და არა­ფე­რი ვი­ცო­დი ეს­პა­ნე­თის შე­სა­ხებ. ახლა ვსა­უბ­რობ ეს­პა­ნუ­რად, ქარ­თუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად და რუ­სუ­ლად. ბრუ­ნეტ­ში გა­ვა­ტა­რე ჩემი პი­რა­დი და სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი...

მე ვიცი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან მოვ­დი­ვარ და ეს არა­სო­დეს უნდა და­მა­ვი­წყდეს.  ამა­ყი ვარ" - უთხრა ეს­პა­ნურ სპორ­ტულ გა­მო­ცე­მა as.com-ს შე­რა­ზა­დიშ­ვილ­მა.

ქარ­თვე­ლი ბიჭი უკვე წლე­ბია ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს. ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი 1996 წლის 19 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მისი მამა კარ­გად ცნო­ბი­ლი ძი­უ­დო­ის­ტი - ზაზა შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად "პა­პუ­ა­სა" იყო, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას, პა­ტა­რა ნიკო ძი­უ­დო­სა და წყალ­ბურთში ვარ­ჯი­შობ­და. 10 წლის წინ, შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ეს­პა­ნეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. რად­გან ნი­კო­ლოზს კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა ძი­უ­დო­ში სურ­და, მად­რი­დი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 35 კი­ლო­მეტრში, პა­ტა­რა ქა­ლაქ ბრუ­ნე­ტეს ძი­უ­დოს სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნეს. მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ჯო­ა­კინ რუ­ი­სი გახ­და, რო­მელ­საც ოლიმ­პი­ა­და­ზე სამ­ჯერ ჰქონ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. 190 სან­ტი­მეტ­რი სი­მაღ­ლის სპორ­ტსმე­ნი 90 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ას­პა­რე­ზობს.

2015 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი 21-წლამ­დელ­თა შო­რის ვერ­ცხლის მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და, თუმ­ცა მა­შინ ფი­ნალ­ში უკვე ბექა ღვი­ნი­აშ­ვილ­თან და­მარ­ცხდა. ვერ­ცხლის მედ­ლით და­ას­რუ­ლა 2016 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ახალ­გაზ­რდა­თა შო­რის.