ბოლო დროს სოციალურ ქსელში ბევრს წერენ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის რჩეულზე, მარიამ კეკუაზე. განსაკუთრებული ჩართულობა კი მარიამისა და ლაშას ვიდეოს მოჰყვა, როცა წყვილი გამარჯვების შემდეგ პირველად შეხვდა ერთმანეთს.
ვინ არის და რას საქმიანობს უმშვენიერსი მარიამ კეკუა, სტატიაში წაიკითხავთ.
მარიამ კეკუა
მარიამ კეკუა და ლაშა ბექაური ურთიერთობის აფიშირებას ერიდებიან, საერთო ფოტოებსა და ვიდეოებსაც იშვიათად აქვეყნებენ, თუმცა სპორტსმენის ასეთი დიდი წარმატების შემდეგ ინტერესი მისი ცხოვრებისა და კარიერის მიმართ გაიზარდა. ყურადღების ცენტრში მოექცა მისი რჩეულიც, მარიამ კეკუაც.
მარიამ კეკუა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტია და, ამის პარალელურად, ახალგაზრდა წარმატებული მოდელია. ის თანამშრომლობს რამდენიმე ქართულ თუ საერთაშორისო ბრენდთან, მაგალითად, MORE is LOVE, Wrangler... მარიამი სხვადასხვა დროს მონაწილეობას იღებდა მოდის კვირეულებში და ჩვენებებზე მილანსა და პარიზში. ის სამოდელო სააგენტო Natali Models Management-ის მოდელია.
გარდა სამოდელო საქმიანობისა, მარიამი "ტიკ-ტოკის" პლატფორმაზე აქტიურია, მას 13 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და აქტიური გვერდი აქვს. "ბუნებრივი ქართული სილამაზე" - ასე აფასებენ მის ვიდეოებს.
მარიამ კეკუა და ლაშა ბექაური
26 ივლისს, საკუთარ დაბადების დღეზე, ლაშა ბექაური უკვე პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა, მარიამ კეკუამ კი მას სიურპრიზი გაუკეთა და თავადაც ჩავიდა პარიზში. ისტორიულ დღეს, როცა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ოჯახსა და მეგობრებთან ერთად, დარბაზში მარიამიც იმყოფებოდა, რომელმაც ემოციები ვერ შეიკავა და სიხარული ცრემლებით გამოხატა. ვიდეოს უამრავი დადებითი შეფასება მოჰყვა, თუმცა ზოგიერთი წერდა, რომ ეს გადამეტებული ემოციებია. მიუხედავად ამისა, წყვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც მათ მიმართ კომპლიმენტებსა და კეთილ სურვილებს არასდროს იშურებენ.
მარიამ კეკუას და ლაშა ბექაურის ფოტოები