"კეთილი ადამიანები " და როლი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა - როგორ მოხვდა ნანა პირველი გადასაღებ მოედანზე - Marao

"კეთილი ადამიანები " და როლი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა - როგორ მოხვდა ნანა პირველი გადასაღებ მოედანზე

2024-08-05 13:19:48+04:00

შოთა მანაგაძის ფილმი "კეთილი ადამიანები " უდავოდ კარგი და დასამახსოვრებელი ფილმია. ფილმმა გამოსვლისთანავე მოიპოვა მაყურებელთა სიმპათია და სიყვარული... და ყველას შეაყვარა მთავარი როლის შემსრულებელი ნანა პირველი.  

კეთილი ადამიანები 

ნანა პირველი პროფესიით არქიტექტორი გახლდათ. კინოში მისი გადაღება შემთხვევითი მოვლენა იყო, მშვენიერი გარეგნობის ახალგაზრდა ქალი კინოსტუდიაში ცნობილმა მსახიობმა დუდუხანა წეროძემ მიიყვანა და რეჟისორმა შოთა მანაგაძემ მაშინვე აიყვანა მთავარ როლზე. რეჟისორი არ შემცდარა, რადგან ქალბატონმა ნანულიმ დიდებულად გაართვა თავი დაკისრებულ დავალებას და დასამახსოვრებელი სახე შექმნა ამ კლასიკად ქცეულ ფილმში.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დროს ქართული კინოში არაერთი მშვენიერი და ნიჭიერი ქალბატონი ბრწყინავდა, მაგრამ  ნანა პირველმა თავისი ბუნებრივი ნიჭის წყალობით შეძლო დასამახსოვრებელი სახის შექმნა და თავისი შეუცვლელი ადგილის დამკვიდრება ქართულ კინემატოგრაფში. 

  • "მოდის, მოდის აბეზარა" "ჩემო ფისუნია", "თბილისიც ხომ სიმღერაა" " შემოდგომის ნისლია" - გაიანე დოლიძე, ქალი, რომლის ხმაც მთელი საქართველოსთვის ნაცნობია 
  • "დედა საერთოდ არ მახსოვს სცენაზე... "მშვენიერი ქალბატონი ბელა მირიანაშვილი" მე არ მახსოვს" - ნანუკა ხუსკივაძე 

"კეთილი ადამიანების" შემდეგ მან მხოლოდ სამი ეპიზოდური როლი შეასრულა შემდეგ ფილმებში: "სინათლე ჩვენს ფანჯრებში " - 1969 წ. (გალინა), "ციმბირელი პაპა" - 1973 წ. (ქრისტინე) , "როგორ ვიცხოვრო უშენოდ " - 1980 წ. (ეპიზოდ.). თუმცა ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ფილმი "კეთილი ადამიანები", ალბათ არც არასდროს დაავიწყდება ნანა პირველის მიერ განსახიერებულ ეს მართლაც დასამახსოვრებელი ეკრანული სახე.