პარიზის ოლიმპიადაზე პირველი დიდი სენსაცია მოხდა. უზბეკეთის წარმომადგენელი დიორა კელდიაროვა თანამედროვე ძიუდოს ლეგენდას, ოლმპიური ოქროს ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, იაპონელ უტა აბეს დაუპირისპირდა.
24 წლის უტა აბე უზბეკმა დიორა კელდიაროვამ დაამარცხა და ტურნირის ფავორიტი მერვედფინალიდანვე ჩამოიშორა. აბემ მარცხი ემოციურად განიცადა და იაპონიის ნაკრების წარმომადგენლები მის დამშვიდებას დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ.
კარიერა
უტა აბე 2000 წლის 14 ივლისს, იაპონიაში დაიბადა. იგი ამჟამინდელი გამორჩეული ძიუდოისტის და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის, ჰიფუმი აბეს უმცროსი დაა. უტა აბე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ძიუდოისტი, რომელმაც მოიგო IJF-ის (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) გრან-პრი, როდესაც 2017 წლის თებერვალში პირველი ადგილი დაიკავა დიუსელდორფის გრან-პრიზე.
აბემ ჯერ პოლონელი ძიუდოისტი კაროლინა პენკოვსკა და შვეიცარიელი ფაბიენ კოხერი დაამარცხა, შემდეგ კი — ბრაზილიელი ჯესიკა პერეირა. ნახევარფინალში ფრანგ ამანდინ ბიუშარს 40 წამზე ნაკლებ დროში მოუგო და ფინალში გავიდა. ფინალში აბე დაუპირისპირდა თანაგუნდელს და მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ აი შიშიმეს და დაამარცხა სანახაობრივი უჩი-მატით.
2021 წელს აბემ მოიპოვა ოქროს მედალი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე. ოქროს მედალი მოიპოვა ქალთა 52 კგ კატეგორიაში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ოქროს მედლისათვის შეხვედრაში მან უზბეკი დიორა კელდიაროვა დაამარცხა.
2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების 1/8-ფინალში უზბეკეთის დიორა კელდიაროვასთან დამარცხდა. აბე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ წაგების შემდეგ ემოციები ვერ გააკონტროლა და ტირილი დაიწყო, რითაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია.