„შენ ხარ ცისარტყელა კიდევ უფრო მეტი ფერით, რომელსაც მარტო მე და შენ ვხედავთ“ - მარიამ როინიშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს - Marao

„შენ ხარ ცისარტყელა კიდევ უფრო მეტი ფერით, რომელსაც მარტო მე და შენ ვხედავთ“ - მარიამ როინიშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს

2024-08-06 10:26:53+04:00

მომღერალი მარიამ როინიშვილი ქალიშვილის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც მარიამი წერს, ელენე მახარაძე ის ადამიანია, რომელმაც მისი ცხოვრება გააფერადა.

„დეე, ჩემო სიყვარულო, დაბადების დღეს გილოცავ. მადლობა ყველა წამისთვის და წუთისთვის, შენ ჩემი ცხოვრება გააფერადე. შენ ხარ ცისარტყელა კიდევ უფრო მეტი ფერით, რომელსაც მარტო მე და შენ ვხედავთ“, – წერს მარიამ როინიშვილი.

ელენეს იუბილეს ბაბუა, გია როინიშვილიც ულოცავს და „ფეისბუქზე“ შვილიშვილთან ერთად გადაღებულ უთბილეს ფოტოს გვიზიარებს.

„ეს გოგო დღეს 14 წლის გახდა... ელენე“, – წერს გია როინიშვილი. 

  • "ჩემი გოგოები" - გიორგი მახარაძე შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს 
  • მარიამ როინიშვილის გარდასახვა - მომღერალი იდეალურ ფორმაშია 

ელენე მახარაძე

მარიამ როინიშვილმა ოჯახი საკმაოდ ახალგაზრდამ, 20 წლისამ შექმნა. მისი რჩეული მსახიობი გიორგი მახარაძე გახლდათ. გიორგი მარიამის ძმის, კოკოს კურსელი და მეგობარი იყო. ქორწინებაში წყვილს ერთი ქალიშვილი შეეძინა. თუმცა მათი ურთიერთობა მალე დამთავრდა. მიუხედავად მტკივნეული განშორებისა, მარიამმა და გიორგიმ მოახერხეს მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება, შვილის აღზრდაში კი ორივე მშობელი ირებს მონაწილეობას. 

ელენე მახარაძე ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე საზოგადოებამ პატარა ასაკში გაიცნო. მის მიერ ბებიასთან, თამრიკო ჭოხონელიძესთან და დედასთან, მარიამ როინიშვილთან ერთად შესრულებულმა საგალობელმა კი უამრავი ადამიანის გულამდე მიაღწია. ელენეს დედისგან მუსიკალური, მამისგან - სამსახიობო ნიჭი ერგო და ის არაერთხელ ვიხილეთ ცნობილ ფილმებსა თუ სერიალებში. ელენეს ცეკვის განსაკუთრებული ტალანტიც აქვს და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. გამორჩეული გარეგნობისა და მონაცემების გოგონას კი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.