VIDEO: ალენ დელონის უახლესი კადრები და მოგონებები ცოლზე: "შენი მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის და თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რი იყო... " - Marao

VIDEO: ალენ დელონის უახლესი კადრები და მოგონებები ცოლზე: "შენი მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის და თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რი იყო... "

2024-08-06 13:47:21+04:00

ფრან­გი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვის, ალენ დე­ლო­ნის ვაჟი ენ­ტო­ნი დე­ლო­ნი "ინ­სტაგ­რამ­ზე" მა­მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მამა-შვი­ლი სე­ირ­ნობს და ალე­ნის ერ­თა­დერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცო­ლის, ენ­ტო­ნის დე­დის, ნა­ტა­ლი დე­ლო­ნის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ.

ალე­ნი ამ­ბობს, რომ ნა­ტა­ლის მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რი იყო. დღეს, პირ­ველ აგ­ვის­ტოს, ნა­ტა­ლი დე­ლო­ნი 83 წლის გახ­დე­ბო­და. ნა­ტა­ლი 79 წლის ასაკ­ში, 2021 წლის 21 იან­ვარს, პა­რიზ­ში, სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა.

"დღეს 83 წლის გახ­დე­ბო­დი. მარ­თა­ლია, შენი მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა, რო­გორც მა­მამ თქვა, სიყ­ვა­რუ­ლის და თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რი იყო... გვე­ნატ­რე­ბი", - წერს ენ­ტო­ნი დე­ლო­ნი.

ალენ დე­ლო­ნი მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბია და მის მი­მართ, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რეო­ბის მი­მართ უდი­დე­სი ინ­ტე­რე­სია. ალე­ნი 88 წლი­საა, მას­ზე შვი­ლე­ბი ზრუ­ნა­ვენ და დრო­დად­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახალ ფო­ტო­ებს და ვი­დეოკად­რებს უზი­ა­რე­ბენ, სა­დაც ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა აღ­ბეჭ­დი­ლი.

ნახეთ ვიდეო

ალენ დელონი 

როგორც ცნობილია, ყველა დროის ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცს, ალენ დელონს, ოჯახის ზოგიერთ წევრთან, მათ შორის, შვილებთან, არც ისე დალაგებული ურთიერთობა აქვს. მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ დელონს შვილი ძალადობაში ადანაშაულებდა, ურჩხულს უწოდებდა და მისგან თავს მაქსიმალურად შორს იჭერდა. ანუშკა დელონი კი მამაზე განსაკუთრებით ზრუნავს და ალენის გულშემატკივრებს დროდადრო საკულტო მსახიობის ფოტოებსაც უზიარებს. 

"დი­ლით მა­მა­ჩემს ეს სუ­რა­თი გა­და­ვუ­ღე. მას­თან ერ­თად ვისაუზმე და ამისთვის ძალიან მად­ლი­ე­რი ვარ. ეს ყვე­ლა­ზე ტკბი­ლი და უნი­კა­ლუ­რი მო­მენ­ტია. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რია, თა­ვი­სი მა­რა­დი­უ­ლი ლურ­ჯი თვა­ლე­ბითა და მებ­რძო­ლი იე­რით, რო­მე­ლიც წარ­მო­უდ­გე­ნელ ძა­ლას მაძ­ლევს. ჩემ­თვის ის უკ­ვდა­ვია. ფოტო თავადაც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. ასე რომ, მისი ნე­ბარ­თვით გი­ზი­ა­რებთ. მათ კი, ვინც მასზე ღე­ლავთ, ის გპა­სუ­ხობთ, – არ ინერ­ვი­უ­ლოთ“, – წერდა ანუშ­კა დე­ლო­ნი.

ნახეთ ფოტოები 

ცნობილია, რომ ფრანგ მსახიობს შვილებთან ურთიერთობა არ გამოუვიდა - ვაჟმა ენტონიმ არაერთხელ განუცხადა პრესას, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ დელონი არ ავლენდა ინტერესს მისი ცხოვრების მიმართ და, შესაბამისად, მათ შორის განსაკუთრებული კავშირი არ არსებობდა. იგივე შეიძლება ითქვას მსახიობის უმცროს შვილზეც - დელონისა და როზალი ვან ბრემენის დაშორების შემდეგ, ალენ-ფაბიენი სარეაბილიტაციო კლინიკაში მოხვდა. მაშინ მსახიობმა გადაწყვიტა შვილზე სრული მეურვეობის მოპოვება, მაგრამ სასამართლო პროცესზე გამარჯვებამ არ გააუმჯობესა ურთიერთობა მამა-შვილს შორის. მოგვიანებით, ფაბიენმა მამა ფიზიკურ ძალადობაშიც დაადანაშაულა. დელონმა შვილის ბრალდებებს გაზეთ Le Parisien-თან ინტერვიუში უპასუხა:

  • დიდი ტრაგედია, რომელმაც რომი შნაიდერის გული სამუდამოდ გააჩერა 

"ეს სიგიჟეა. ჩემმა შვილმა გონება დაკარგა და ფულის გამო სენსაციურ ინტერვიუებს იძლევა. მე არ ვარ ის, ვინც ოჯახის წევრზე ფიზიკურად იძალადებს.“

კრისტიან აარონ ბულონი ინტერვიუებში დელონს "ურჩხულს" უწოდებს და ასევე ამბობს, რომ მსახიობი არასოდეს ზრუნავდა საკუთარ შვილებზე. შესაძლოა, ერთადერთი შვილი, რომელთანაც დელონმა შეძლო ადამიანური ურთიერთობის შენარჩუნება, მისი ქალიშვილი ანუშკაა. დელონი ამბობს, რომ ყოველთვის ქალიშვილზე ოცნებობდა და ანუშკას სასწაულს უწოდებს.