სალომე ჭულუხიძეს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალ „შუა ქალაქში“ ნათამაშებმა „სალომეს“ როლმა. 2011 წელს ითამაშა ფილმში „ისპაჰან-ბათუმი“. არის „თავისუფალი თეატრის“ მსახიობი.
პირადი ცხოვრება
"შუა ქალაქში" სალომეს და სანდროს ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, თუმცა სალომე ჭულუხაძის მეორე ნახევარი პროფესიით ჟურნალისტი ლაშა ნიკორაშვილია.
"მე და ლაშა ორი წელი შეყვარებულები ვიყავით, შემდეგ კი დაქორწინება გადავწყვიტეთ. საყოფაცხოვრებო პრობლემები გათხოვების შემდეგ შემეხო (იცინის), გადასახადების გადახდაც დავიწყე. მანამდე ამ ყველაფერს ჩემი მშობლები აგვარებდნენ და მე ვერაფერს ვიგებდი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ყველაფერი მზამზარეული, კომფორტი, მაგრამ ცალკე ცხოვრებას მაინც სხვა ხიბლი აქვს. ყოველთვის მინდოდა, მარტო მეცხოვრა. დამოუკიდებლობა ძალიან მომწონს. მირჩევნია, ისევ ჩემი გასაკეთებელი იყოს ყველაფერი. მით უმეტეს, რომ ძნელი ამაში არაფერია" - ამბობდა სალომე.
გამორჩეული როლები
- 2007-2010: „შუა ქალაქში“ (სალომე)
- 2011: „ისპაჰან - ბათუმი“
- „ერთხელ შუა ქალაქში“ (სალომე)
- „ჩემი ცოლის დაქალები“
- „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“
- „ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“
- "ვალსი ძილის წინ“
- „რიჩარდ III“
- „მექანიკური ფორთოხალი“
- „სამანიშვილის დედინაცვალი"
- „უსულო საგნები”
- „ვიზიტი ფსიქოლოგთან”
- „მგზნებარე შეყვარებული”
- „თაფლობის თვე”