თანამედროვე სამყაროში ქალის როლი უფრო აქტიური გახდა. ქალები აქტიურად გამოჩნდნენ პოლიტიკაშიც და ბიზნესშიც, წარმატებული ქალის ასაკიც უფრო გაახალგაზრდავდა. სტატიაში იმ ქართველ ქალებს წარმოგიდგენთ, რომლებმაც წარმატებას ადრეულ ასაკში მიაღწიეს.
ნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს ცნობილ ოჯახში დაიბადა. მისი მამა რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ნინის დედა კი ყველასთვის საყვარელი მსახიობის, იმედა კახიანისა და ფლორა ანთიძის ქალიშვილია. ექვსი წლიდან "ბასტი-ბუბუს" სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ს წევრი.
ლელა მებურიშვილი
ლელა მებურიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ. რამდენიმე თვის წინ ლელამ ხალხს აცნობა, რომ ის და მისი მეუღლე, შვილებთან ერთად, ბრიტანეთში აპირებდნენ საცხოვრებლად გადასვლას.
ანი ფხაკაძე
კომპანია "ვისოლის" მეწილის, ლევან ფხაკაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, 30 წლის ანი ფხაკაძეს, სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ. მან მენეჯმენტი Glion Institute of Higher Education-ში შეისწავლა, ბიზნესი და მარკეტინგი - George town University-ში. ასევე სწავლობდა Bentley University-სა და ბარსელონას უნივერსიტეტში. ანის ძალიან უყვარს მოგზაურობა და 30 ათასზე მეტ გამომწერს ხშირად უზიარებს ულამაზეს კადრებს.
ხატია ბუნიათიშვილი
ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი 1987 წლის 21 ივნისს დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე პოპულარული პიანისტია.
ხატია ბუნიათიშვილი სწავლობდა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში". იყო ე. ლეონსკაიას სტიპენდიანტი; თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვენაში საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში.
ანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.